განჩინება შპს ”ჯოთემი”-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/12818-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2012 წლის 8 ოქტომბერი                         

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ჯოთემი”(ს/კ 209437634)

წარმომადგენელი: თემურ ჯოხარიძე (დირექტორი)

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 04 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „ჯოთემის” დირექტორმა თემურ ჯოხარიძემ და ითხოვა შპს ”ჯოთემის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადების ავტორი განმარტავს, რომ შპს „ჯოთემის” ერთადერთი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 2012 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 306796,8ლარს . განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰ ყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა.

სა სა მართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მი ი ჩნ ევს , რომ შპს „ჯოთემის” განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლო წარმოებაში შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პ უ ნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის ი ნ ფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შპს „ჯოთემის” უქონლობის სამტკიცებლად სასამართლოს წარედგინა სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას ” ცენტრალური ფილიალის მიერ 2012 წლის 11 სექტემბერს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ შპს ”ჯოთემის” ანგარიშებზე თანხები არ გააჩნია. ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2012 წლის 04 ოქტომბერს გაცემული ცნობა მასზე, რომ შპს ”ჯოთემის” სახელზე არაა რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 04 ოქტომბრის ცნობა, რომ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში შპს „ჯოთემი” უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ შპს „ჯოთემი” უქონელია, რაც გამორიცხავს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არა თუ ასეთი წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთი ვითარებაში ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება არ მიიღება სასამართლო წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

:

1. შპს „ჯოთემს” (ს/კ 209437634) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ჯოთემის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „ჯოთემი” გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს „ჯოთემის” რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არა უგვიანეს 2012 წლის 11 ოქტომბრისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ჯოთემმა”.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ იგივე წესით კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

    მოსამართლე                       ბ . სისვაძე