„შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№885
სარეგისტრაციო კოდი
040.200.140.05.001.003.426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 29/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 27.12.2007, მუხ. 416) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცენტრალური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), რომელიც აწარმოებს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურაში;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი ან მათი შვილები.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ბავშვის დედინაცვალს ან/და მამინაცვალს, აგრეთვე ბავშვის მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შვილად აყვანის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია).“.

4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ერთიანი რეესტრის აღრიცხვიდან ბავშვი მოიხსნება მხოლოდ გაშვილების, გარდაცვალების ან გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის შემთხვევაში.“.

6. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ პირველადი ფორმის შევსების მიუხედავად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მშობელი (მშობლები) არ გამოცხადდა (გამოცხადდნენ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში თავისი (თავიანთი) საბოლოო გადაწყვეტილების დასადასტურებლად და ბავშვი იმყოფება მეურვეობის/მზრუნველობის გარეშე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაუყოვნებლივ მიმართავს სასამართლოს მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით.“.

7. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ბავშვის ჯანმრთელობისათვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ვადის შემცირება შესაძლებელია სასამართლოს მიერ.“.

8. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მოტივით ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და განსაკუთრებული მიზეზის არსებობისას – დაბადების თარიღი. დაბადების თარიღი არ შეიძლება შეიცვალოს ერთ თვეზე მეტი ვადით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 დეკემბერი.

№885–რს