ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 13.05.2011
ძალაში შესვლა 13.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №141/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2012
matsne.gov.ge 202 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.05.2011 მიღება
13.05.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველოს მთავრობა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურვილი აქვთ რა, ხელი შეუწყონ თავიანთ შესაბამის ხალხებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობასა და მეგობრობას, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, წინამდებარე ოქმის ხელმოწერის დღიდან. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. მხარეები თანხმდებიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ორ სახელმწიფოს შორის ეფუძნება 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებულ პრინციპებსა და მიზნებს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ სხვა ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, განსაკუთრებით კი სახელმწიფოთა შორის სუვერენულ თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების  ურღვეობასა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 13  მაისს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობის სახელით მისი უდიდებულესობა, ქალბატონი პაულეტ ა. ბეთელი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბაჰამის თანამეგობრობის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან