ოქმი „საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ"

მიღების თარიღი 22.12.2010
ძალაში შესვლა 22.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №142/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2012
matsne.gov.ge 211 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2010 მიღება
22.12.2010 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი „საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ" ოქმი „საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ" საქართველო და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, შემდგომში ”მხარეებად” წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის და 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციების შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 22 დეკემბერს, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. საქართველოს სახელით მისი აღმატებულება ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელით მისი აღმატებულება ბატონი ფერნანდ პუკრე კონო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან