ოქმი „საქართველოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 14.01.2011
ძალაში შესვლა 14.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №143/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2012
matsne.gov.ge 209 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.01.2011 მიღება
14.01.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი „საქართველოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმი „საქართველოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, შემდგომში ”მხარეებად” წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტური ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის და 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციების შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 14 იანვარს, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.  საქართველოს სახელით ______________________ მისი უდიდებულესობა ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით _____________________________ მისი უდიდებულესობა ატოკი ილეკა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან