ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კონგოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
მიღების თარიღი 03.03.2011
ძალაში შესვლა 03.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №144/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2012
დოკუმენტის ტექსტი
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კონგოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და კონგოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველო და კონგოს რესპუბლიკა,
სურვილი აქვთ რა, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით კი სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად,
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პრინციპებითა და მიზნებით.
იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.
საქართველო და კონგოს რესპუბლიკა გამოხატავენ თავიანთ რწმენას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და მშვიდობის განმტკიცებას.
ყოველივე ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა მათი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ერთობლივი კომუნიკეს სამ დედანს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2011 წლის 3 მარტს.
საქართველოს სახელით
_____________________
მისი უდიდებულესობა, ბატონი რეიმონდ ალექსანდრე ლომაია
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან
კონგოს რესპუბლიკის სახელით
________________________
მისი უდიდებულესობა, ბატონი რეიმონდ სერჟ ბალე
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,
კონგოს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან