ოქმი „საქართველოსა და ერიტრეას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 24.02.2012
ძალაში შესვლა 24.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №145/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2012
matsne.gov.ge 226 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2012 მიღება
24.02.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი „საქართველოსა და ერიტრეას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმი „საქართველოსა და ერიტრეას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და ერიტრეა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ერიტრეას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 24 თებერვალს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან ერიტრეას სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი არია დესტა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ერიტრეას მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან