ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და გაბონის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 19.09.2011
ძალაში შესვლა 19.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №146/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2012
matsne.gov.ge 229 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2011 მიღება
19.09.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და გაბონის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და გაბონის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და გაბონის რესპუბლიკა, შემდგომში ”მხარეებად” წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და გაბონის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 19 სექტემბერს, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით მისი უდიდებულესობა ბატონი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაბონის რესპუბლიკის სახელით მისი უდიდებულესობა ბატონი პოლ ტუნგი გაბონის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და ფრანკოფონიის მინისტრი