ოქმი „საქართველოსა და გრენადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
მიღების თარიღი 23.11.2011
ძალაში შესვლა 23.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №147/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2012
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი „საქართველოსა და გრენადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
ოქმი „საქართველოსა და გრენადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველო და გრენადა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,
გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და გრენადას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 23 ნოემბერს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
საქართველოს სახელით
მისი უდიდებულესობა, ბატონი
ალექსანდრე ლომაია
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან
გრენადას სახელით
მისი უდიდებულესობა, ქალბატონი
დესიმა მ. ვილიამსი
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გრენადას მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერებთან