ოქმი „საქართველოსა და გვინეა ბისაუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
მიღების თარიღი 09.03.2012
ძალაში შესვლა 09.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №148/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2012
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი „საქართველოსა და გვინეა ბისაუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
ოქმი „საქართველოსა და გვინეა-ბისაუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“
საქართველო და გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა, შემდგომში ”მხარეებად” წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და გვინეა-ბისაუს რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, შეთანხმდნენ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები განავითარონ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების ურღვეობის, სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 9 მარტს, ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ოქმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
მისი უდიდებულესობა ბატონი
ალექსანდრე ლომაია
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან
გვინეა-ბისაუს რესპუბლიკის სახელით
მისი უდიდებულესობა ბატონი
ჟუაო სუარეს და გამა
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გვინეა-ბისაუს რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან