ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და გაიანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 23.04.2012
ძალაში შესვლა 23.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №149/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2012
matsne.gov.ge 210 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.04.2012 მიღება
23.04.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და გაიანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და გაიანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და გაიანის რესპუბლიკა, ხელმძღვანელობენ რა თავიანთი საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და გაიანის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტური ნორმებითა და პრინციპებით, გადაწყვეტილი აქვთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები განავითარონ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. იღებენ გადაწყვეტილებას, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან, საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციისა და 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებების შესაბამისად. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 23 აპრილს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. საქართველოს სახელით მისი აღმატებულება, ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან გაიანის რესპუბლიკის სახელით მისი აღმატებულება, ბატონი  ჯორჯ ვილფრედ ტალბოტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გაიანის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან