ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 16.12.2011
ძალაში შესვლა 16.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №150/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2012
matsne.gov.ge 216 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2011 მიღება
16.12.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და ჰაიტის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ჰაიტის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკე ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2011 წლის 16 დეკემბერს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით _____________________________ მისი აღმატებულება ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ჰაიტის რესპუბლიკის სახელით _____________________________ მისი აღმატებულება ბატონი ჟან ვესლი კაზო ელჩი ჰაიტის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან