ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 09.05.2012
ძალაში შესვლა 09.05.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №153/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
matsne.gov.ge 165 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.05.2012 მიღება
09.05.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და მალის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და მალის რესპუბლიკა, სურვილი აქვთ რა წაახალისონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განამტკიცონ ორმხრივი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპების, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობისა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე. ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებითა და მიზნებით და 1961 წლის 18 აპრილს ხელმოწერილი „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებით. იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე; ყოველივე აღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა სრულუფლებიანმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 9  მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე. საქართველოს მთავრობის სახელით მისი აღმატებულება, ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მალის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მისი აღმატებულება, ბატონი უმარ დაუ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან