ოქმი „საქართველოსა და მიკრონეზიის ფედერალურ შტატებს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 12.08.2011
ძალაში შესვლა 12.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №156/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
matsne.gov.ge 235 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2011 მიღება
12.08.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი „საქართველოსა და მიკრონეზიის ფედერალურ შტატებს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმი „საქართველოსა და მიკრონეზიის ფედერალურ შტატებს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და მიკრონეზიის ფედერალური შტატები, შემდგომში ”მხარეებად” წოდებულნი, სურვილი აქვთ რა, წაახალისონ და გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და მიკრონეზიის ფედერალურ შტატებს შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 12 აგვისტოს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით _________________________ მისი აღმატებულება ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მიკრონეზიის ფედერალური შტატების სახელით _________________________ ბატონი ჯიმ ლიპვე დესპანი მიკრონეზიის ფედერალური შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან