ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ნიგერის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 30.05.2012
ძალაში შესვლა 30.05.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №157/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
matsne.gov.ge 164 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2012 მიღება
30.05.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ნიგერის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ნიგერის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და ნიგერის რესპუბლიკა, ხელმძღვანელობენ რა თავიანთი საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და განამტკიცონ ორმხრივი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, განსაკუთრებით კი სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე;  ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებითა და მიზნებით და 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებით;  იღებენ გადაწყვეტილებას, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან, საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. ყოველივე აღნიშნულის ქვემორე ხელმომწერმა სრულუფლებიანმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს.  შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 30 მაისს, ქართულ და ფრანგულ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. საქართველოს სახელით მისი აღმატებულება, ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ნიგერის რესპუბლიკის სახელით მისი აღმატებულება, ბატონი ბუბაკარ ბურაიმა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიგერის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან