„ ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მერის

ბრძანება №24

2012 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.  

„ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 9 ოქტომბრის №23 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09/10/2012, 010260030.52.101.016065) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

სამსახური არის ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის ობიექტების, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების, ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოებას. “;

ბ) მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,გ“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები;

გ) მე-8 მუხლიდან:

გ.ა) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი;

გ.ბ) ამოღებულ იქნეს  მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი;

გ.გ) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები,

გ.დ) ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი;

გ.ე) ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი;

გ.ვ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციიით:

,,6. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს ქ. თბილისის  ბაღების, პარკებისა და სკვერების უსაფრთხოებასა და ქ. თბილისის ბაღების, პარკებისა და სკვერების ქონების დაცვას.“;

გ.ზ) ამოღებულ იქნეს მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი;

დ) ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი;

ე) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12

სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას“.

------------------------------

მუხლი 2.  

    ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.



ქ. თბილისის მერიგიორგი უგულავა