„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №420 |
|
2012 წლის 10 ოქტომბერი ქ.თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 480180000.10.003.016169) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო პორტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო
პორტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი
|