საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

მიღების თარიღი 24.09.2012
ძალაში შესვლა 24.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №174
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
matsne.gov.ge 327 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2012 მიღება
24.09.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი  ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი), იზიარებენ რა სურვილს, რომ ხელი შეუწყონ საქართველოსა და პანამის რესპუბლიკას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას და გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა და უსაფრთხოება; დარწმუნებულნი არიან რა, რომ მხარეებს შორის კონსულტაციები სარგებელს მოუტანს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო საქმეებში თანამშრომლობის განვითარებას; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თანახმად; გადაწყვიტეს რა, მხარეთა თანამშრომლობის გზით, გააძლიერონ ორ სახელმწიფოს შორის საერთო ინტერესის მრავალ საკითხთან დაკავშირებული დიალოგი; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები თანხმდებიან, დააწესონ დიპლომატიურ დონეზე ორმხრივი კონსულტაციების პროცედურა, რაც შექმნის სასარგებლო მექანიზმს ორმხრივი დიალოგის წასახალისებლად. კონსულტაციების მიზანია: ა)   ორმხრივი ურთიერთობებისა და ორივე სამინისტროს საერთო ინტერესში შემავალი სხვა რეგიონული და საერთაშორისო საკითხების გაანალიზება; ბ)   ორმხრივი და საერთაშორისო შეთანხმებების იმპლემენტაციის განხილვა; გ)   საერთო ინტერესის საკითხებზე, ისევე როგორც საერთაშორისო თანამშრომლობაზე, შეხედულებების გაცვლა. მუხლი 2🔗        კონსულტაციები მონაცვლეობით გაიმართება რომელიმე სახელმწიფოს დედაქალაქში. მუხლი 3🔗 მხარეები წინასწარ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ კონსულტაციების გამართვის დონეს, დღის წესრიგს, თარიღსა და ადგილს. მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ თანამშრომლობასა და პირდაპირ კავშირებს თითოეული სახელმწიფოს იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, სამართლებრივ, კულტურულ და სხვა სფეროებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ურთიერთობებში. მუხლი 5🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს და შესწორდეს სამინისტროების ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. მუხლი 6🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლიანი პერიოდის განმავლობაში. მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება დამატებით 5 (ხუთი)-წლიანი პერიოდებით, ვიდრე ერთ-ერთი სამინისტრო წერილობით არ შეატყობინებს მეორეს 6 (ექვსი) თვით ადრე თავისი განზრახვის შესახებ, რომ შეწყვიტოს მისი მოქმედება. ხელმოწერილია ქ. ნიუ-იორკში, 2012 წლის 24 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ________________________ მისი აღმატებულება ბატონი/ქალბატონი პანამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ________________________ მისი აღმატებულება ბატონი/ქალბატონი