ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 22.06.2010
ძალაში შესვლა 22.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №161/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2012
matsne.gov.ge 206 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2010 მიღება
22.06.2010 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი „საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმი `საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველო და სენტ-ვინსენტი და გრენადინები, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და სენტ-ვინსენტი და გრენადინებს შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის, თვითგამორკვევის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში 2010 წლის 22 ივნისს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. საქართველოს სახელით მისი აღმატებულება, ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სენტ-ვინსენტი და გრენადინების სახელით მისი აღმატებულება, ბატონი კამილო გონსალვესი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სენტ-ვინსენტი და გრენადინების მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში