ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე"

მიღების თარიღი 27.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №165/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2012
matsne.gov.ge 152 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე"  ერთობლივი კომუნიკე "საქართველოსა და სურინამის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე" საქართველო და სურინამის რესპუბლიკა, სურვილი აქვთ რა განამტკიცონ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წაახალისონ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა მშვიდობიანი თანაარსებობის, თანასწორობის და ეროვნული სუვერენიტეტის ორმხრივად პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებითა და მიზნებით და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციის დებულებებით, იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. შესრულებულია და ხელმოწერილია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 27 მაისს, ორ დედნად თითოეული ქართულ, ჰოლანდიურ და ინგლისურ  ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია საქართველოს სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სურინამის რესპუბლიკის სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი  ჰენრი მაკ დონალდი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სურინამის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან