ერთობლივი კომუნიკე „საქართველოს მთავრობასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 08.04.2011
ძალაში შესვლა 08.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №167/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2012
matsne.gov.ge 181 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2011 მიღება
08.04.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოს მთავრობასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ერთობლივი კომუნიკე „საქართველოს მთავრობასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ საქართველოს მთავრობამ და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მთავრობამ, ხელმძღვანელობენ რა საერთო სურვილით, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირები. ორივე მთავრობა ადასტურებს რა თავის ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი, რომლებიც მოიცავენ სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვევობასა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას, ორივე მთავრობა სრულიად დარწმუნებულია რა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს და უფრო მეტად ხელს შეუწყობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, მიიღეს გადაწყვეტილება, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, არარეზიდენტი ელჩების დონეზე წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 8 აპრილს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. საქართველოს მთავრობის სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ტრინიდადი და ტობაგოს    რესპუბლიკის მთავრობის სახელით მისი უდიდებულესობა, ბატონი როდნი ჩარლზი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტრინიდადი და ტობაგოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან