საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №92/04
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,037 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №92/04 2012 წლის 12 ოქტომბერი ქ.თბილისი  საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე ახორციელებდნენ საგადახდო სისტემის ოპერირებას, ვალდებულნი არიან ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში  რეგისტრაცია გაიარონ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები1. ეს წესი განსაზღვრავს საგადახდო სისტემის ოპერატორის (შემდგომში – ოპერატორი) საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებს და პირობებს.2. ოპერატორს აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.3. ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პირებზე. მუხლი 2🔗. ოპერატორის რეგისტრაციის პირობები1. ოპერატორი რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ოპერატორის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი №1); ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) ინფორმაცია ოპერატორის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილის (შემდგომში მნიშვნელოვანი წილის) მფლობელების შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში - ამონაწერი  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან); დ) ინფორმაცია ოპერატორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად; ე) ცნობა ოპერატორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ნასამართლობის შესახებ; ვ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის, ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება ოპერატორის სათავო ოფისი; ზ) სისტემის წესები; თ) საგადახდო სისტემის ანგარიშსწორების აგენტების სია, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სისტემის მონაწილეთა შორის ანგარიშსწორება; ი) საგადახდო სისტემის სქემატური აღწერა, რომელიც მოიცავს ტრანსფერ-ორდერის ინიცირებიდან სისტემის მონაწილეთა შორის ანგარიშსწორებამდე შემადგენელ ყველა ეტაპს; კ) სხვა პირის მართვაში მყოფი  საგადახდო სისტემის კომპონენტების (ფუნქციონალის) ჩამონათვალი, ამ პირების სახელწოდებების, იურიდიული მისამართისა  და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;2. პირს ეკრძალება იყოს ოპერატორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.4. თუ ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 კალენდარული დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოუდგენლობა დაინტერესებული პირისათვის ოპერატორად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.5. ეროვნული ბანკი ოპერატორის რეგისტრაციის მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ოპერატორის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.6. ეროვნული ბანკი ოპერატორის რეგისტრაციის თაობაზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ოპერატორის დასახელება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.7. ეროვნული ბანკის მიერ ოპერატორის მიერ მართული სისტემის „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მნიშვნელოვან სისტემად აღიარების შემთხვევაში ოპერატორი ვალდებულია დამატებით წარადგინოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია და დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები.8. ეროვნული ბანკი აწარმოებს ოპერატორიების უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრს ელექტრონული ფორმით და ოპერატორის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მასში შეაქვს ინფორმაცია ოპერატორის რეგისტრაციის თაობაზე. მუხლი 3🔗. ცვლილებების რეგისტრაცია1. ოპერატორის დასახელების, სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და/ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელების ცვლილების შემთხვევაში ოპერატორი ვალდებულია ამ ცვლილებების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.2. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ოპერატორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ეს ინფორმაცია შეიტანოს უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრში.3. ოპერატორი ვალდებულია აცნობოს ეროვნულ ბანკს მის მიერ საგადახდო სისტემის მართვასთან დაკავშირებით დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები: ა) სისტემის წესებში განსახორციელებელი ცვლილებები; ბ) წარმოდგენილი საგადახდო სისტემის სქემის ცვლილება; გ) საგადახდო სისტემის რომელიმე კომპონენტის (ფუნქციონალის) სხვა პირის მართვაში გადაცემა; დ) ახალი მონაწილის დამატება; ე) ახალი საგადახდო სისტემის დანერგვა.4. ოპერატორი ვალდებულია შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აცნობოს ეროვნულ ბანკს მისი სისტემის მონაწილის მონაწილეობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოპერატორს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და განუსაზღვროს ოპერატორის 10 კალენდარული დღის ვადა აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად. მუხლი 4🔗. ოპერატორის რეგისტრაციის გაუქმება1. ოპერატორის რეგისტრაცია გაუქმდება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) ოპერატორი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს; ბ) განხორციელდა ოპერატორის ლიკვიდაცია ან შეწყდა საგადახადო სისტემის ფუნციონირება; გ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ საბუთებში აღმოჩნდა სიყალბე ან არასწორი ინფორმაცია; დ) უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულია შეტყობინება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ოპერატორის ამოღების თაობაზე; ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში ზედიზედ სამჯერ არ განხორციელდა ეროვნული ბანკისათვის ანგარიშგების წარდგენა; ვ) ხორციელდება „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესებისა და/ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევა, მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ ამ დარღვევების გამოსასწორებლად მიცემული მითითებებისა; ზ) ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე ან ზედიზედ სამი თვის განმავლობაში არ დახვდა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე, რის გამოც ვერ განხორციელდა ოპერატორის ადგილზე შემოწმება; თ) რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში არ იქნა მიღებული ექსპლოატაციაში შესაბამისი საგადახდო სისტემა; ი) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.2. ოპერატორის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აქტის გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაცია შეაქვს შესაბამის რეესტრში.3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“–„ი“ქვეპუნქტებით მითითებული საფუძვლებით ოპერატორის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული პირის მფლობელს უფლება არ აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს შემდეგი 6 თვის განმავლობაში. მუხლი 5🔗. სისტემის წესები საგადახდო სისტემის მუშაობა განისაზღვრება ოპერატორის მიერ შემუშავებული სისტემის წესებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) ნათლად და არაორაზროვნად განსაზღვრავდეს სისტემაში მონაწილეობის პირობებსა და მოთხოვნებს, ასევე სისტემაში მონაწილეობის შეჩერებისა და გაუქმების პირობებს; ბ) ასახავდეს  ოპერატორისა და სისტემის მონაწილეების უფლებებსა და მოვალეობებს; გ) მოიცავდეს საგადახდო სისტემის ფუნქციონირების ძირითად პრინციპების, სისტემის ძირითადი კომპონენტების და ფუნქციონალის აღწერას; დ) განსაზღვრავდეს მონაწილეთა შორის ანგარიშსწორების განხორციელების მექანიზმებს; ე) შეიცავდეს საგადახდო სისტემის უსაფრთხოების ზომებს. მუხლი 6🔗. ეროვნულ ბანკში წარსადგენი ინფორმაცია ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს: ა) საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ინფორმაცია; ბ) ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საგადახდო სისტემის პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეების სრული სია მათი სახელწოდების, იურიდიული მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.