⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.10.2012
ძალის დაკარგვა 01.06.2021
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №022
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 607 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2012 მიღება
01.06.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №022 2012 წლის 16 ოქტომბერი ქ. ბათუმი „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ' ქვეპუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და მისი გამოყენების წესი“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 19 მარტის ბრძანება №008 „მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმის და მისი გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ (სარეგისტრაციო კოდი: 310020000.55.067.016013). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის ფორმა და გამოყენების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს მეზღვაურის მომზადებისა და წვრთნის აღრიცხვის წიგნაკის (შემდგომში ტექსტში – წიგნაკი) ფორმას და გამოყენების წესსა და პირობებს. 2. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (ტექსტში შემდეგ – კანონი) საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული წიგნაკის ფორმისა და მისი გამოყენების პირობების განსაზღვრას. 3. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით მათი შესწორებული ვერსიებით. მუხლი 2🔗. წიგნაკის ცნება და ფორმა  1. წიგნაკი არის მეზღვაურის მიერ გავლილი მომზადებისა და წვრთნის დამადასტურებელი შემდეგი ორი სახის დოკუმენტი: ა) გემზე გავლილი მომზადების აღრიცხვის წიგნაკი; ბ) გემზე გავლილი წვრთნის აღრიცხვის წიგნაკი (seafarers’ training and drill record book); 2. სააგენტო აღიარებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ აღიარებული საერთაშორისო სანაოსნო ფედერაციის შემუშავებულ გემზე გავლილი მომზადების აღრიცხვის შემდეგ წიგნაკებს, მათი განახლებული ვერსიებით:   2.1. On Board Training Record Book for Deck Cadets 2.2. On Board Training Record Book for Engineer Cadets 2.3. On Board Training Record Book for Engine Ratings including Able Seafarer Engine 2.4. On Board Training Record Book for Deck Ratings including Able Seafarer Deck 3. გემზე გავლილი წვრთნის აღრიცხვის წიგნაკი (seafarers’ training and drill record book) ფორმა განისაზღვრება დანართი 1-ის შესაბამისად. 4. წიგნაკი უნდა ინახებოდეს უშუალოდ იმ მეზღვაურთან, რომელზეც გაცემულია იგი. 5. სააგენტო, კონვენციის და კანონის მიზნებისათვის, დოკუმენტურ დასაბუთებად მიიჩნევს წიგნაკს, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში, სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებაში ან საქართველოს მიერ აღიარებულ უცხო ქვეყნის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში.  მუხლი 3🔗. წიგნაკის გაცემის წესი 1. სააგენტო წიგნაკს გასცემს მეზღვაურის განაცხადის საფუძველზე, რომელსაც თან ერთვის წიგნაკის გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწიებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. პირს წიგნაკის ასაღებად ასევე შეუძლია მიმართოს სააგენტოს მიერ აღიარებულ ნებისმიერ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას მის  მიერ საზღვაო-სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობის ან მეზღვაურის წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში. მუხლი 4🔗. წიგნაკის შევსების წესი 1. წიგნაკში შეტანილი ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს წიგნაკის ინსტრუქციით გათვალისწინებულ მითითებებს. 2.  წიგნაკი ივსება ინგლისურ ენაზე.  მუხლი 5🔗. წიგნაკის გამოყენების წესი 1. წიგნაკი წარმოადგენს მეზღვაურის მიერ გავლილი მომზადებისა და წვრთნების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს პირველად მტკიცებულებას სააგენტოსათვის მეზღვაურის კომპეტენციის/კვალიფიკაციის ან სხვა სერტიფიკატის გაცემისას. 2. სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის ორგანოსთან/პირთან გადაამოწმოს წიგნაკში შეტანილი ნებისმიერი ინფორმაცია ან მონაცემი, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ინფორმაცია ან მონაცემი მცდარია ან გაყალბებული.  მუხლი 6🔗. წიგნაკის გამოყენების წესი 1. საზღვაო სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული წიგნაკის გაცემის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეესტრის წარმოების დაწყება 2013 წლის პირველი იანვრიდან. 2. 2013 წლის პირველ იანვრამდე  მეზღვაური, რომელსაც არ გააჩნია წიგნაკი, ვალდებულია წვრთნისა და მომზადების გავლა დაადასტუროს შესაბამისი დოკუმენტებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სააგენტო შეაფასებს ამ დოკუმენტების ნამდვილობას და გადაწყვეტს მათი გამოყენების მიზანშეწონილობას.