„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№025
სარეგისტრაციო კოდი
300160070.55.067.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №025

2012 წლის 16 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №004 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 15 მარტის №004 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიღების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული  განაცხადის წარდგენა.“

2. ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (დოკუმენტაცია):

ა) მოქმედი ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატის ასლი;

ბ) საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში ან საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა);

გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) სასწავლო გეგმა (სილაბუსი), კურსის (პროგრამის) ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ რეკომენდირებული მოდელური კურსების შესაბამისად;

დ) შენობა-დანადგარების, მოქმედი საწვრთნელი აღჭურვილობების, მოწყობილობების და საშუალებების  აღწერა, რომლებიც გამოყენებული იქნება საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) ჩატარებისას;

ე) სიმულატორზე დაფუძნებული ტრენაჟორების არსებობის შემთხვევაში, მწარმოებლის  მიერ გაცემული სერტიფიკატი;

ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსებისთვის აუცილებელი ლიტერატურისა და მულტიმედიური სასწავლო მასალების აღწერა, მათ შორის, საზღვაო კანონმდებლობა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) რეზოლუციები, ცნობარები და სხვა; 

ზ) ინსტრუქტორების, ზედამხედველებისა და შემფასებლების სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად;

თ) შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, კურსის (პროგრამის) მსმენელების პროპორციულობა ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რაოდენობასთან მიმართებით;

ი) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღები მსმენელის პროპორციულობა შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში არსებულ აღჭურვილობებისა და მოწყობილობებთან მიმართებით;

კ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი;

ლ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში;

მ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ)  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია (დოკუმენტაცია).“

3.  ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის 21 პუნქტი:

„21. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების განაცხადს თან უნდა ერთოდეს  შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსებისათვის (პროგრამებისათვის) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ნ“ ქვეპუნქტებით გათვალსწინებული ინფორმაცია (დოკუმენტაცია).“

4. ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. მინიმალური  მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ინსტრუქტორების, ზედამხედეველების და შემფასებლების მიმართ

1. ინსტრუქტორები, ზედამხედველები და შემფასებლები, გარდა კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებისა უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეთ შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილება;

ბ) გააჩნდეთ 3 (სამი) წლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეთ ინსტრუქტორის, ზედამხედველის და შემფასებლის მომზადების კურსი;

გ) გავლილი ჰქონდეთ სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადება და  გააჩნდეთ კონკრეტული სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, იმ შემთხვევაში თუ  საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე;

2. შემფასებელი, კანონმდებლობით და წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გავლილი ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული მომზადება;

ბ) სიმულატორების საშუალებით შეფასებისას, გააჩნდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. 

5. ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

„მუხლი 32. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) გავლის დოკუმენტური დასაბუთების აუცილებელი რეკვიზიტები

1. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს;

გ) გავლილი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) დასახელებას და მითითებას  STCW კონვენციის შესაბამის რეგულაციაზე;

დ)  კუსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს;

ე) მითითებას კუსრდამთავრებულის მიერ საზღვაო-საწვრთნელი კურსის წარმატებით დასრულების ან კვალიფიკაციის შესაბამისი დონის მიღწევის შესახებ;

ვ)  მითითება საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამა) აღიარებულია სააგენტოს მიერ;

ზ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

თ) კურსდამთავრებულის ხელმოწერას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე