საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 10.07.2012
ძალაში შესვლა 10.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №33/30
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
matsne.gov.ge 182 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.07.2012 მიღება
10.07.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის  სრულუფლებიანი წარმომადგენელი ფინანსთა მინისტრი  დიმიტრი გვინდაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კომერციის მინისტრის მოადგილე  ჩონგ ცვუან

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ  საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 60 მილიონი Renminbi იუანის ოდენობით (სამოცი მილიონი RMB იუანის ოდენობით).  მუხლი 2🔗 ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება გამოყენებული უნდა იყოს მთავრობებს შორის განხილული და შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება ორ მხარეს შორის შეთანხმებული ხელშეკრულებით. მუხლი 3🔗 აღნიშნული შეთანხმების შესრულებისათვის საჭირო საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება ჩინეთის განვითარების ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინტროს შორის. მუხლი 4🔗 შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე. ხელმოწერილია თბილისში,  2012 წლის 10 ივლისს,  ორ ეგზემპლარად, ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითოეულ მხარესთან ინახება ერთი ორიგინალი, სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. საქართველოს მთავრობის  სრულუფლებიანი წარმომადგენელი ფინანსთა მინისტრი  დიმიტრი გვინდაძე  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კომერციის მინისტრის მოადგილე  ჩონგ ცვუან