„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №1012/16-1
2012 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, ნომერი 127 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართში მოცემული რედაქციით.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 64 და 150 .
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
| დანართი
იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ -ქაიდასთან | |||||
| № | ორგანიზაციის დასახელება | დასახელების სხვა ვარიანტები | მისამართი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| 127 | AL-QAIDA IN THE ARABIAN PENINSULA (AQAP)
| ა) Al-Qaida of Jihad Organization in the Arabian Peninsula; ბ) Tanzim Qa’idat al-Jihad fi Jazirat al-Arab; გ) Al-Qaida Organization in the Arabian Peninsula (AQAP); დ) Al-Qaida in the South Arabian Peninsula; ე) Ansar al-Shari'a (AAS) ვ) Al-Qaida in Yemen (AQY)
|
| 19.01.10 (ცვლილე-ბები 04.10.12) | AQAP არის Al-Qaida-ს რეგიონული მოკავშირე და ძირითადად არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფება.
მდებარეობა: იემენი (Yemen) ალტერნატიული მდებარეობა: საუდის არაბეთი (Saudi Arabia) (2004-2006)
შექმნილია 2009 წელს Al-Qaida in Yemen-ისა და Saudi Arabian Al-Qaida-ს შერწყმის შედეგად.
AQAP-ის მეთაური: ნასირ „აბდ-ალ-კარიმ „აბდულაჰ ალ-ვაჰიში
(Nasir 'abd-al-Karim 'Abdullah Al-Wahishi).
მოადგილე: საიდ ალი ალ- შიჰრი (Said Ali Al-Shihri).
Ansar al-Shari`a შეიქმნა 2011 წლის დასაწყისში AQAP-ის მიერ და აიღო პასუხიმგებლობა იემენში (Yemen ) ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ შეტაკებეზე. |