საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.10.2012
ძალის დაკარგვა 03.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1867
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | A,B,D,G ჯგუფების გემებისათვის |
| 2 | C,E,F (”ეროვნული გადამზიდავი”) ჯგუფების გემებისათვის |
| 3 | სამგზავრო საკრუიზო გემებისათვის |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვერა ქობალია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/1867
2012 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის 791 მუხლის შესაბამისად
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები”.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივერა ქობალია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის” მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის ოდენობის, ასევე მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომში-წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის (შემდგომ – ჰიდროგრაფიული სამსახური) მიერ გაწეული კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშეწყობა.
2.
წესი განსაზღვრავს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, ვადებს, საფასურის ოდენობებს, მათი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
წესში გამოყენებული ტერმინთა განმარტებანი
1.
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა)
მომსახურება - საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისათვის ისეთი უფლებების მინიჭებასთან როგორიცაა : საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება, რომლის მიღებისათვის დაინტერესებულმა პირმა ჰიდროგრაფიულ სამსახურს დადგენილი საფასური უნდა გადაუხადოს.
ბ)
საფასური - ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.
გ)
„ეროვნული გადამზიდავი“ - საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემები.
2.
ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია ამ დარგის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში.
მუხლი 3🔗.
ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1.
საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება გემის პირობითი მოცულობის გამრავლებით შესაბამისი ჯგუფის გემებისათვის დადგენილ საფასურზე:
1
A,B,D,G ჯგუფების გემებისათვის
ერთი კუბური მეტრი მოცულობა– 0,023 ა.შ.შ დოლარი.
2
C,E,F (”ეროვნული გადამზიდავი”) ჯგუფების გემებისათვის
ერთი კუბური მეტრი მოცულობა– 0,0030 ა.შ.შ დოლარი.
3
სამგზავრო საკრუიზო გემებისათვის
ერთი კუბური მეტრი მოცულობა– 0,023 ა.შ.შ დოლარი.
გემები ჯგუფდებიან შემდეგნაირად:
AA - ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სატვირთო გემები;
BBB - შორეული ნაოსნობის სატვირთო გემები, გარდა A და C ჯგუფებისა;
C – ”ეროვნული გადამზიდავი” სატვირთო - საგზავრო ბორნები;
DD - შორეული ნაოსნობის უცხო ქვეყნების სატვირთო - სამგზავრო ბორნები;
EE - ”ეროვნული გადამზიდავი” სამგზავრო გემები;
FF - ”ეროვნული გადამზიდავი” ტანკერები;
GG - ”ეროვნული გადამზიდავი” ნაოსნობის სატვირთო გემები და მცურავი ერთეულები გარდა C და E ჯგუფებისა;
HH - ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები, საჰოსპიტალო გემები;
I - ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრაციო ტონამდე წყალწვის მქონე გემები;
J - ნავსადგურში თავშესაფრად, შეკეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით, უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები;
KK - სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო - სასამსახურო, სამეცნიერო - კვლევითი გემები;
L - სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები.
შენიშვნა: H,I,J,K,L ჯგუფების გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან.
იმ ტანკერებისათვის, რომელთაც გააჩნიათ ორმაგი ფსკერი, ორმაგი ბორტი ან იზოლირებული ბალასტის ტანკები, მათი პირობითი მოცულობა მრავლდება კოეფიციენტზე– 0.85;
2.
მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია ა.შ.შ. დოლარებში.
3.
შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ერთჯერადად იმ რეისიდან, რომლითაც გემი გადის ნავსადგურიდან ან ზღვაში განთავსებული ტივტივა ნავმისადგომიდან.
4.
მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში ინვოისის გამოწერის დღეს არსებული კურსის შესაბამისად.
5.
თუ სხვა სახელმწიფოსთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის დადგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისაგან განსხვავებული საფასური, შესაბამისი გემებისათვის მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საფასური.
6.
მომსახურების საფასური მოცემულია დღგ–ის გარეშე.
7.
მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 4🔗.
საფასურის გადახდის წესი
1.
ჰიდროგრაფიული სამსახურის მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესით დადგენილი საფასური, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით.
2.
საფასურის გადახდა ხორციელდება ინვოისის გამოწერიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
3.
უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
საფასური ჩაირიცხება ჰიდროგრაფიული სამსახურის ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1.
თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთებს შორის.
2.
გადახდილი თანხის ნაწილობრივ დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 15 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
3.
საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.