„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 30.05.2012
ძალაში შესვლა 28.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით     ______________________ ვასილ გედევანიშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე
ნომერი №27-15
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
matsne.gov.ge 387 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2012 მიღება
28.09.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება  „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ (შემდგომში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური (შემდგომში - უკრაინის სსს), (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), აცნობიერებენ რა, ტექნიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ეფექტურობას, საგადასახადო კანონმდებლობის ურთიერთგაგების გაუმჯობესების, მენეჯმენტისა და პრაქტიკის საკითხებში, სურთ რა, გააღრმავონ გამოცდილების გაზიარება გადასახადების ადმინისტრირების საკითხში საქართველოსა და უკრაინის საგადასახადო სამსახურებს შორის, თანმხდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები ითანამშრომლებენ საგადასახადო სფეროში, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, შემდეგ საკითხებში:            გადასახადის გადამხდელების რეგისტრაცია და აღრიცხვა.            გადასახადების ადმინისტრირება.            გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა.            ელექტრონული საგადასახადო დეკლარაციების გამოყენება.            გადასახადის გადამხდელთა მომსახურება.            პერსონალის მომზადება და განვითარება.            ინფორმაციის გაცვლა. მუხლი 2🔗 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში გაცვალონ:            დოკუმენტაცია (ინსტრუქციები, მეთოდოლოგიური მასალები, საინფორმაციო ბიულეტენები);            საგადასახადო კანონმდებლობა;            ინფორმაცია საგადასახადო საკითხებზე. მხარეები შეთანხმდნენ: მოაწყონ წამყვან ექსპერტთა შეხვედრები მათ შორის კონსულტაციის მიზნით; მიიწვიონ ექსპერტები სემინარებში, კონფერენციებში, ლექციებსა და ტრენინგებში მონაწილეობისათვის; გამართონ საგადასახადო პროცედურების გაუმჯობესების თაობაზესასწავლო კურსები. მუხლი 3🔗 შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული თანამშრომლობის დაფინანსება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპით: გამგზავნი მხარე დაფარავს თავისი წარმომადგენლების მიმღები მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მუხლი 4🔗 ნებისმიერი ქმედება განხორციელებული აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის დოკუმენტების, ინფორმაციის გაცვლა; ინფორმაციის გამჟღავნებისა და გამოყენების წესები რეგულირდება თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. ორივე მხარე უზრუნველყოფს როგორც მიღებული ინფორმაციის, ასევე დოკუმენტების და მასალების კონფიდენციალურობას. კონფიდენციალური ინფორმაციის, ისევე როგორც დოკუმენტებისა და მასალების ნებისმიერ სხვა პირზე გადაცემა ინფორმაციის ან დოკუმენტების და მასალების მომწოდებელი მხარის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. მუხლი 5🔗 შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ  იქნეს ცვლილებები და დამატებები შესაბამისი  ოქმის ხელმოწერის გზით, რომელიც იქნება აღნიშნული შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც აღნიშნული შეთანხმება შედის ძალაში. მუხლი 6🔗 ნებისმიერი დავა დაკავშირებული შეთანხმების განმარტებასთან ან შეთანხმების გამოყენებასთან უნდა მოგვარდეს მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით. მუხლი 7🔗 შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ, მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას წერილობითი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, რომლითაც ერთი მხარე აცნობებს მეორე მხარეს თვისი განზრახვის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თობაზე. შესრულებულია კიევში, 2012 წლის 28 სექტემბერს, ორ დედნად ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ______________________ ვასილ გედევანიშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სახელით ___________________ ალექსანდრ კლიმენკო, უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსი