„საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 30.05.2012
ძალაში შესვლა 01.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოსთვის
ნომერი №16/159
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016151
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2012
matsne.gov.ge 1,928 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2012 მიღება
01.10.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
საქართველოსთვის სლოვაკეთის რესპუბლიკისთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობის RPÍSNE TAJNÉ
სრულიად საიდუმლო TAJNÉ
საიდუმლო DÔVERNÉ
შეზღუდული სარგებლობისთვის VYHRADENÉ
საქართველოს მთავრობის სახელით სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება  „საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები”),      აღიარებენ რა საჭიროებას, განსაზღვრონ წესები პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სამართლებრივი, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ან სხვა ნებისმიერი სახის თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ, ასევე ამგვარი თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი საიდუმლო ინფორმაციის შესახებ,      განზრახული აქვთ რა, უზრუნველყონ ყველა იმ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვა, რომლის დასაიდუმლოება მოხდა ერთი მხარის სახელმწიფოში და გადაეცა მეორე მხარის სახელმწიფოს,       სურთ რა, შექმნან წესები მხარეების სახელმწიფოებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ,      ითვალისწინებენ რა, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში არსებულ ორმხრივ ინტერესებს მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად,      შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი წინამდებარე შეთანხმების მიზანია იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც ჩვეულებრივ წარმოიშვება ან გაიცვლება მხარეების სახელმწიფოებს შორის.   მუხლი 2🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის: a)   „საიდუმლო ინფორმაცია” ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას ან მატერიალურ საგანს, მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა, რომელიც მოითხოვს დაცვას უნებართვო მოპყრობისაგან და რომლის დასაიდუმლოება მოხდა მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; b)  „წარმომშობი მხარე” ნიშნავს იმ მხარის სახელმწიფოს, რომელიც გადასცემს საიდუმლო ინფორმაციას მეორე მხარის სახელმწიფოს; c)  „მიმღები მხარე” ნიშნავს იმ მხარის სახელმწიფოს, რომელსაც მეორე მხარის სახელმწიფოსგან გადაეცემა საიდუმლო ინფორმაცია; d)  „კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანო” ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების შესრულებასა და ზედამხედველობაზე; e)  „კონტრაქტორი” ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის მხარეების თითოეულ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია საიდუმლო კონტრაქტების დადების სამართლებრივი უფლებაუნარიანობა; f)  „საიდუმლო კონტრაქტი” ნიშნავს ორ ან რამდენიმე კონტრაქტორს შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ან შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას; g) „საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება” ნიშნავს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკურ პირს გააჩნია შესაძლებლობა, გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად; h) „საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება” ნიშნავს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიულ პირს გააჩნია ფიზიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, გამოიყენოს და შეინახოს საიდუმლო ინფორმაცია შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად; i)  „ინფორმაციის გაცნობის საჭიროება (Need-to-know)” ნიშნავს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის საჭიროებას მოცემული სამსახურებრივი თანამდებობის ფარგლებში და კონკრეტული დავალების შესასრულებლად; j)  „მესამე მხარე” ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს, ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე. მუხლი 3🔗 საიდუმლოობის ხარისხები მხარეები თანხმდებიან, რომ ქვემოთ მოცემული საიდუმლოობის ხარისხები არის ეკვივალენტური და შეესაბამება მათი შესაბამისი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლოობის ხარისხებს: საქართველოსთვის სლოვაკეთის რესპუბლიკისთვის ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის RPÍSNE TAJNÉ TOP SECRET სრულიად საიდუმლო TAJNÉ SECRET საიდუმლო DÔVERNÉ CONFIDENTIAL შეზღუდული სარგებლობისთვის VYHRADENÉ RESTRICTED მუხლი 4🔗 კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები     1. კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან: საქართველოსთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალ გია გულუას 10 0114 თბილისი საქართველო სლოვაკეთის რესპუბლიკისთვის: ეროვნული უსაფრთხოების ორგანო ბუდატინსკა 30 850 07 ბრატისლავა სლოვაკეთის რესპუბლიკა 2. მხარეების სახელმწიფოებმა დიპლომატიური არხებით უნდა აცნობონ ერთმანეთს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების საკონტაქტო ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.      3. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ და უნდა გაცვალონ ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის შესახებ. მუხლი 5🔗 დაცვის ზომები და საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა      1. მხარეების სახელმწიფოებმა, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიიღონ ყველა სათანადო ზომა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით. ასეთ საიდუმლო ინფორმაციას მე-3 მუხლის შესაბამისად უნდა მიენიჭოს დაცვის ისეთივე ხარისხი, რაც გათვალისწინებულია ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე ეროვნული საიდუმლო ინფორმაციისთვის.      2. წარმომშობმა მხარემ წერილობით უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.      3. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა უნდა შემოიფარგლოს ინფორმაციის გაცნობის საჭიროების (Need-to-know) პრინციპის საფუძველზე იმ პირებით, რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან, გაეცნონ ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.      4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თითოეული მხარის სახელმწიფომ უნდა ცნოს მეორე მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური და იურიდიული პირის დაშვებები. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებები უნდა იყოს ეკვივალენტური მე-3 მუხლის შესაბამისად.      5. ერთი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული შემოწმების პროცედურების დროს, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მეორე მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან. მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ უნდა მიაწოდოს იგი თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური და იურიდიული პირის შესაბამის დაშვებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განსაკუთრებით მათი გაუქმების ან ხარისხის დადაბლების შესახებ. 7. მიმღებმა მხარემ უნდა: a)  გადასცეს საიდუმლო ინფორმაცია ნებისმიერ მესამე მხარეს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში; b)  მიანიჭოს საიდუმლოების გრიფი მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას მე-3 მუხლის შესაბამისად; c)  გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული.   მუხლი 6🔗 საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა      1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადაიცეს დიპლომატიური არხებით, თუ კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მიმღებმა მხარემ წერილობით უნდა დაადასტუროს საიდუმლო ინფორმაციის მიღება.         2. საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული გადაცემა უნდა განხორციელდეს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ შეთანხმებული კრიპტოგრაფიული საშუალებებით. მუხლი 7🔗 საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება      1. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება უნდა განხორციელდეს მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და შემდეგი პროცედურების შესაბამისად: a)  ფიზიკურ პირებს უნდა მიენიჭოთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; b)  თარგმანსა და ასლებს უნდა მიენიჭოს ისეთივე საიდუმლოების გრიფი და დაცული იქნეს ისევე, როგორც ორიგინალი საიდუმლო ინფორმაცია; c)  თარგმანი და ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ოფიციალური მიზნებისთვის; d)  თარგმანი უნდა ატარებდეს სათანადო აღნიშვნას თარგმანის ენაზე, რომ ის მოიცავს წარმომშობი მხარისაგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას. 2. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს წარმომშობი მხარის მიერ.      3. „სრულიად საიდუმლო” საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა ან გამრავლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.      4. „განსაკუთრებული მნიშვნელობის” საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ და უნდა ითარგმნოს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. მუხლი 8🔗 საიდუმლო ინფორმაციის განადგურება 1. საიდუმლო ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განადგურდეს ისე, რომ გამოირიცხოს მისი ნაწილობრივი ან მთლიანი აღდგენა. 2. ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის” საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს. ის უნდა დაუბრუნდეს წარმომშობი მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს. 3. წარმომშობი მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს დაყოვნების გარეშე უნდა ეცნობოს საიდუმლო ინფორმაციის განადგურების შესახებ. 4. კრიზისული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული ან ჩვეულებრივ წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან დაბრუნება, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა აცნობოს ამის შესახებ წარმომშობი მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს. მუხლი 9🔗 საიდუმლო კონტრაქტები 1. თითოეული მხარის სახელმწიფომ, რომელსაც სურს, დადოს საიდუმლო კონტრაქტი მეორე მხარის სახელმწიფოს კონტრაქტორთან, ან სურს, მიანიჭოს უფლებამოსილება თავის ერთ-ერთ კონტრაქტორს, დადოს საიდუმლო კონტრაქტი მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საიდუმლო პროექტის ფარგლებში, თავისი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მეშვეობით უნდა მოიპოვოს წინასწარი წერილობითი დადასტურება მეორე მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან, რომ სავარაუდო კონტრაქტორს აქვს მინიჭებული სათანადო საიდუმლოობის ხარისხის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება. 2. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დადებული თითოეული საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს: a)  კონტრაქტორის ვალდებულებას, უზრუნველყოს რომ მისი დაწესებულება აკმაყოფილებდეს სათანადო საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობისთვის და შენახვისთვის აუცილებელ პირობებს; b)  კონტრაქტორის ვალდებულებას, უზრუნველყოს რომ პირებს, რომლებიც ასრულებენ მოვალეობებს, რომელთა შესრულება საჭიროებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, მინიჭებული ჰქონდეთ სათანადო საიდუმლოობის ხარისხის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება; c)   კონტრაქტორის ვალდებულებას, უზრუნველყოს რომ ყველა პირი, ვინც უფლებამოსილია გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას, ინფორმირებული იქნება საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მისი პასუხისმგებლობის შესახებ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; d)  კონტრაქტორის ვალდებულებას, განახორციელოს მისი დაწესებულების უსაფრთხოების პერიოდული შემოწმება; e)   საიდუმლო ინფორმაციის ჩამონათვალს და იმ სფეროების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება წარმოიქმნას საიდუმლო ინფორმაცია; f)   პროცედურას საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესატყობინებლად;  g)   მიწოდებისთვის საჭირო საკომუნიკაციო საშუალებებისა და ელექტრონული საშუალებების ჩამონათვალს; h)   საიდუმლო ინფორმაციის ტრანსპორტირების პროცედურას; i)    შესაბამისი უფლებამოსილი ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საიდუმლო კონტრაქტთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის კოორდინაციაზე; j)    კონტრაქტორის ვალდებულებას, წარმოადგინოს ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი ფაქტობრივი ან სავარაუდო დაკარგვის, გამჟღავნების ან განადგურების შესახებ; k)   კონტრაქტორის ვალდებულებას, გადაუგზავნოს საიდუმლო კონტრაქტის ასლი საკუთარ კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს; l)    ქვეკონტრაქტორის ვალდებულებას, შეასრულოს უსაფრთხოების იმავე ვალდებულებები, რაც გათვალისწინებულია კონტრაქტორისთვის. 3. მას შემდეგ, რაც დაიწყება წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებები ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ პოტენციურ კონტრაქტორსა და მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ მეორე სავარაუდო კონტრაქტორს შორის საიდუმლო კონტრაქტების ხელმოწერის მიზნით, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ უნდა აცნობოს მეორე მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს იმ საიდუმლო ინფორმაციისთვის მინიჭებული საიდუმლოობის ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებებთან. 4. თითოეული საიდუმლო კონტრაქტის ასლი უნდა გადაეგზავნოს იმ მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო, რათა შესაძლებელი გახდეს უსაფრთხოების სათანადო ზედამხედველობა და კონტროლი. 5. კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების წარმომადგენლებს შეუძლიათ ეწვიონ ერთმანეთს, რათა გაანალიზონ საიდუმლო კონტრაქტში მოცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით კონტრაქტორის მიერ მიღებული ზომების ეფექტურობა. ვიზიტის შესახებ შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს, სულ მცირე, ოცი დღით ადრე. მუხლი 10🔗 ვიზიტები      1. ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ მეორე მხარის სახელმწიფოში, უნდა დაექვემდებაროს მასპინძელი სახელმწიფოს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს წინასწარ წერილობით ნებართვას, რომელიც ძალაში იქნება, მაქსიმუმ, ერთი წლის ვადით.      2. ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, ნებადართული უნდა იქნეს ერთი მხარის სახელმწიფოს მიერ მეორე მხარის სახელმწიფოს ვიზიტორებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება და რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მიიღონ საიდუმლო ინფორმაცია ან ჰქონდეთ მისი გაცნობის უფლება თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.      3. ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ, ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების ურთიერთშეთანხმებით.      4. მასპინძელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ უნდა მიიღოს ვიზიტზე მოთხოვნა სხვა კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან, სულ მცირე, ოცდაათი დღით ადრე.      5. გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტზე მოთხოვნა მიწოდებული უნდა იქნეს, სულ მცირე, შვიდი დღით ადრე.      6. ვიზიტზე მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: a) ვიზიტორის სახელსა და გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, მოქალაქეობას, პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერს; b)   იურიდიული პირის სახელწოდებას, რომელსაც წარმოადგენს ვიზიტორი; c)     იურიდიული პირის სახელწოდებას და მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი; d)   ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებისა და მისი მოქმედების ვადის დადასტურებას; e)  ვიზიტის ობიექტსა და მიზანს; f) მოთხოვნილი ვიზიტის სავარაუდო თარიღსა და ხანგრძლივობას. განმეორებითი ვიზიტების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს ის მთლიანი ვადა, რომლის დროსაც განხორციელდება ვიზიტები; g)   თარიღს, ხელმოწერასა და კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალური ბეჭდის შტამპს.      7. როდესაც ვიზიტი დადასტურდება, მასპინძელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ ვიზიტზე მოთხოვნის ასლი უნდა მიაწოდოს იმ იურიდიული პირის უსაფრთხოების ოფიცრებს, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი.      8. მხარეების სახელმწიფოებს შეუძლიათ შეადგინონ იმ ფიზიკურ პირთა სიები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ განმეორებითი ვიზიტები. ეს სიები ძალაშია, მაქსიმუმ, ერთი წლის ვადით. შესაბამისი ვიზიტების პირობები უნდა მოწესრიგდეს უშუალოდ იმ იურიდიული პირის სათანადო საკონტაქტო პუნქტების მეშვეობით, სადაც ამ ფიზიკურმა პირებმა უნდა განახორციელონ ვიზიტები შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მუხლი 11🔗 უსაფრთხოების დარღვევა      1. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მეორე მხარის სახელმწიფოსგან წარმოშობილი ან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის, ან ჩვეულებრივ წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის ფაქტობრივი ან სავარაუდო დაკარგვა, გამჟღავნება ან განადგურება, მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ, სადაც მოხდა უსაფრთხოების დარღვევა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს ამის შესახებ და უნდა დაიწყოს სათანადო გამოძიება.      2. თუ უსაფრთხოების დარღვევა მოხდა სახელმწიფოში, რომელიც არ არის მხარეების სახელმწიფო, პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები უნდა განახორციელოს წარმომშობი მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ.      3. მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე მხარის სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებაში პირველი პუნქტის შესაბამისად.      4.  მეორე მხარის სახელმწიფოს უნდა ეცნობოს გამოძიების შედეგების შესახებ და მან უნდა მიიღოს ზიანის მიზეზებისა და მოცულობის შესახებ საბოლოო ანგარიშის ინგლისურენოვანი თარგმანი. მუხლი 12🔗 ხარჯები თითოეულმა მხარემ უნდა დაფაროს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისა და ზედამხედველობის პროცესში გაღებული საკუთარი ხარჯები. მუხლი 13🔗 დავების გადაწყვეტა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხებით, თუ იგი ვერ მოწესრიგდა კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ. მუხლი 14🔗 დასკვნითი დებულებები      1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მეორე თვის პირველ დღეს.      2. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.      3. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.      4. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა გაგრძელდეს მანამდე, სანამ წარმომშობი მხარე არ გაათავისუფლებს მიმღებ მხარეს ამ ვალდებულებისგან.   შესრულებულია ქ. ___________ 2012 წლის ______________, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სლოვაკურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით