სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის რეკომენდაციები 2012 წლის 12 ნოემბრის საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება – საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ

 

„მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე , 201 2 წლის 12 ნოემბერს, 13. 00 საათზე , განმეორებით მოწვეულია  სააქციო საზოგადოება – საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა  საერთო კრება (2012 წლის 27 ივლისს და 18 სექტემბერს აქციონერთა საერთო კრებები არ ჩატარდა კვორუმის არარსებობის გამო)  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. , №33 (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).

 

საერთო კრების  დღის წესრიგი:

1.      2011 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგებისა და წლიური ბალანსის განხილვა აუდიტორული შემოწმების შედეგებთან, დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად.

2.      აქციონერთა განცხადებების განხილვა.

3.      აქციონერთა საერთო კრებების გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ.

4.      სააქციო საზოგადოება – საგზაო კომპანია „თბილისის ” მიმართ აქციონერების სასარჩელო მოთხოვნების შესახებ.

5.      სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 1 ნოემბერი.  სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს – საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან სს „კავკასრეესტრთან“ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (0162, ჭავჭავაძის გამზ. №74ა ; ტელ.: 2 220718; 2251876).

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 12 ნოემბერს 12 00 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა.

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. , №33 ; ტელ. : 2 931909

 

სს საგზაო კომპანია „თბილისის”

სამეთვალყურეო საბჭო

 

 

 

 

სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის
რეკომენდაციები 2012 წლის 12 ნოემბრის საერთო კრების

დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით

1.      განსახილველად წარმოდგენილია 2011 წლის წლიური ბალანსი და შედეგები. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის ანგარიშთან და აუდიტორული შემოწმების შედეგებთან ერთად. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, წარმოდგენილი ანგარიში მიღებულ იქნ ე ს წარმოდგენილი არსებული ზარალის გამომწვევი ობიექტური და რეალური მიზეზების გათვალისწინებით . ასევე, აუცილებლად მიგვაჩნია , კრებაზე ამ საკითხის განხილვა მოხდეს აუდიტორის დასწრებით, გამომდინარე ობიექტური მიზეზებიდან, რომ საკითხი ეხება საზოგადოების ფინანსურ მდგომარეობას და ასევე პასუხი რომ გაეცეს რამდენიმე აქციონერის გამუდმებულ დაუსაბუთებელ პრეტენზიებს ,  და მოხდეს დასმული საკითხების საბოლოოდ გადაწყვეტა.

2.      ასევე , საზოგადოების აქციონერებმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა შესაბამისად შემოიტანეს განცხადება და მოითხოვეს რიგგარეშე კრების მოწვევა და მათი საკითის განხილვა აღნიშნულ კრებაზე , აქციონერთა ინტერესის არსებით შელახვასთან დაკავშირებით.

3.      2012 წლის 27 მარტის აქციონერთა რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების შესაბამისად , მიზანშეწონილია აქციონერთა საერთო კრებამ განიხილოს საკითხი აღნიშნულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

4.      ვინაიდან სააქციო საზოგადოება – საგზაო კომპანია „თბილისის“ მიმართ რამდენიმე   აქციონერს შეტანილი აქვს სასამართლოში სარჩელები და , ამასთან , სასარჩელო მოთხოვნები ეხება აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია , მათი მოთხოვნები   სააქციო საზოგადოება – საგზაო კომპანია „თბილისის“ მიმართ განიხილოს აქციონერთა საერთო კრებამ.

5.      2011 წლის 25 ივლისს სააქციო საზოგადოება – საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა საერთო კრებამ აირჩია სამეთვალყურეო საბჭო 1 წლის ვადით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მიზანშეწონილია აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შევიდეს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების საკითხი.

 

 

დირექტორი

 

 

 

სამეთვალყურეო საბჭო