,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 |
|
2012 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (ვებ პორტალი, 08.04.2011) დამტკიცებული წესის მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განმარტების მიღების უფლება 1. ტენდერისთვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებიდან ამავე პუნქტის „მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, ნებისმიერ მიმწოდებელს უფლება აქვს სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ტენდერისათვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 საათისა შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღების დასრულებამდე, სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი დაზუსტება/განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერებულმა პირმა. 2. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დაზუსტება/განმარტების განხორციელების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება ასევე ტენდერისთვის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებიდან ამავე პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დაზუსტება/განმარტება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.10.2012. მიმღები ორგანო — კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.57.069.016012.
- სად არის „,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №12, 22.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1759782/