„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №2/ნ |
|
2012 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ”შ” ქვეპუნქტის შესაბამისად,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების” (დანართი №1) მე-2 მუხლს დაემატოს 21-ე პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. კავშირგაბმულობის და საინფორმაციო განყოფილების სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ.ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;
ბ.გ) საქართველოს კანონი ,,საავტომობილო გზების შესახებ”;
ბ.დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Internet Explorer) ცოდნა;
„121. გარემოს დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი პროფილის ტექნიკურ დარგში);
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
გ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;
დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
დ.ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;
დ.გ) საქართველოს კანონი ,,საავტომობილო გზების შესახებ”;
დ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”;
დ.ე) საქართველოს კანონი “გარემოს დაცვის შესახებ”;
დ.ვ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” №57 დადგენილება;
დ.ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №1-1/1290 ბრძანება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;
დ.თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №1-1/823 ბრძანება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ”;
დ.ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”;
ე) სამშენებლო ნორმებისა და წესების ზოგადი ცოდნა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer) ცოდნა.
|