განჩინება შპს „ჯორჯიან მეტექსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნასთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13143-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2012 წლი ს  15 ოქტომბერი                                        

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – სს „ბანკი ქართუ“

საიდენტიფიკაციო კოდი – 204891652

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე – ნატო ხაინდრავა

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ განიხილა სს „ბანკი ქართუს ” განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

                                             გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2012 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ჯორჯიან მეტექსის“ დირექტორმა ემზარ შუშიაშვილმა და მოითხოვა შპს „ჯორჯიან მეტექსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

2012 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმე თ ა კოლეგიის განჩინებით შპს „ჯორჯიან მეტექსის“ დირექტორს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით შპს „ჯორჯიან მეტექსს“ არ გააჩნდა არავითარი ქონება, არ გააჩნდა ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თ ავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.

ამავე განჩინებით განმცხადებელს მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2012 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ნატო ხაინრავამ.

როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანება 2012 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 1 606 215, 65 აშშ დოლ ა რის ე კ ვივალენტს ლარში – 2 667 924, 19 ლარს, საიდანაც 1 418 556, 45 ლარი წარმო ა დგენს დავალიანების ძირითად თანხას, 124 767, 49 ლარი წარმოადგენს სესხებზე დარიცხულ პროცენტს, ხოლო 1 124 600, 25 ლარი – სესხებზე დარიცხულ პირგასამტეხლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა შპს „ჯორჯიან მეტექსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სს „ბანკი ქართუს“ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და                  

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განმცხადებლის სს „ბანკი ქართუს“ (ს/კ 204891652) გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის ნატო ხაინდრავას განცხადება მიღებულ იქნ ე ს სასამართლო წარმოებაში .

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო), ა ღ ნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერ გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თ ანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით .

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვა ს იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება .

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით , იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომ ად ენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობისწ შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობ ა ზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომ ა დგენლობაზე თავისი უ ფ ლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორ თ ა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომ რ იგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმეს თ ან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ .

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზ ღ უდვას თ ან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურები თ. კრედიტორთთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მჯოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელ ე ბასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდა. გადახდისუუნ ა რობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთ ხ ვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთ ხ ოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდ ა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ სავარაუდო კრედიტორს), მოსთ ხ ოვოს დამატები თ ი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებ თ ან დაკავშირებით .

10.  კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2012 წლის 26 ნოემბერს , 12:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №29);

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არ აუგვიანეს 2012 წლის 26 ოქტომბრამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე   – www. TCC.Go v.ge.  

  12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლ ე გიაში , განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე              თ. ჭუნიაშვილი