ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2012
ძალის დაკარგვა 31.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №432
სარეგისტრაციო კოდი 010270000.10.003.017108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
გაუქმებულია
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი | პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 31.10.2012
- საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 31.10.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის №432 დადგენილება „ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების შესახებ“"
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №432
2012 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა
და შეღავათების დაფინანსების შესახებ
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მერაბიშვილი
ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗.
პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი
1. ქ. თბილისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრებისათვის ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.
2. დაევალოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ა) უზრუნველყონ ყოველწლიურად პროგრამის დაფინანსების მიზნით 50 000 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება;
ბ) 2012 წლის განმავლობაში პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, 13 000 000 ლარის ოდენობით, გაითვალისწინონ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს.
3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე, პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M2 და M3 კატეგორიების ავტობუსები, საბაგირო გზით გადაყვანა) ტარიფის/საფასურის განსაზღვრისას მგზავრებისთვის ფასდაკლებისა და შეღავათების სისტემის შემოღების ფინანსური უზრუნველყოფა და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 3🔗.
პროგრამის არსი და მისი დაფინანსების მექანიზმები
1. პროგრამის დანიშნულებაა, ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოებმა წინამდებარე სახელმწიფო პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტის ფარგლებში უზრუნველყონ ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M2 და M3 კატეგორიების ავტობუსები, საბაგირო გზით გადაყვანა) ტარიფის/საფასურის განსაზღვრისას მგზავრებისთვის ფასდაკლებისა და შეღავათების სისტემის გამოყენება.
2. ქ. თბილისის თვითმმართველობის მიერ დადგენილ ტარიფს/საფასურსა და ფასდაკლებულ/შეღავათიან ტარიფს/საფასურს შორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი კომპანიის მიერ გადაყვანილი ფასდაკლებით/შეღავათით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობის მიხედვით.
3. მე‑2 პუნქტით განსაზღვრული თანხის ანაზღაურების მიზნით ქ. თბილისის მერიის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ფასდაკლებითა და შეღავათით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის ყოველი წარდგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი თანხის გადარიცხვა მომსახურების გამწევი კომპანიის ანგარიშზე.