ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2012
ძალის დაკარგვა 31.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №433
სარეგისტრაციო კოდი 010270000.10.003.017109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 435 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2012 მიღება
31.10.2012 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №433 2012 წლის 19 ოქტომბერი  ქ. თბილისი ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-12 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის  „ე“  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  დამტკიცდეს  თანდართული „ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მერაბიშვილი ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამა მუხლი 1🔗. ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი 1. ქ. თბილისში სოციალური დაცვის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) პროგრამის დაფინანსების მიზნით უზრუნველყონ ყოველწლიურად 13 300 000 ლარის  გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში; ბ) 2012 წლის განმავლობაში პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, 4 200 000 ლარის ოდენობით, გაითვალისწინონ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს. 3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 02 02). მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია: ა) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებული ოჯახების (70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ბ) სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი ბავშვი) ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა; გ) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 3🔗. პროგრამის არსი და მისი დაფინანსების მექანიზმები პროგრამის არსი და მისი დაფინანსების მექანიზმებია: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადების თანაგადახდის სახით ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა, კერძოდ: ერთსულიან ოჯახზე – 100 ლარი; ორსულიან ოჯახზე – 110 ლარი; სამსულიან ოჯახზე – 130 ლარი; ოთხსულიან ოჯახზე – 140 ლარი; ხუთსულიან ოჯახზე – 150 ლარი; ექვს- და მეტსულიან ოჯახზე – 180 ლარი, მათ შორის: საკომუნიკაციო გადასახადის თანაგადახდის სახით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა ოჯახისათვის – 25 ლარის ოდენობით. ამასთანავე, ყოველთვიური თანაგადახდა წყლისა და დასუფთავების გადასახადებზე 50%-ის ოდენობით; ბ)  სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (3 და მეტი ბავშვი) ოჯახებისათვის საბანკო ვიზა პლასტიკურ ბარათზე ყოველთვიურად ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით; გ) ქ. თბილისის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური განათლების ფასიან სექტორებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლების ღირებულების 50%-ის დარიცხვა სასწავლებლების საბანკო ანგარიშებზე, სემესტრების მიხედვით. 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურება მუნიციპალური სპორტული, სამუსიკო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრების მიერ წარდგენილი შესრულებული  სამუშაოს  შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.