ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2012
ძალის დაკარგვა 31.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №434
სარეგისტრაციო კოდი 010270000.10.003.017110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 319 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2012 მიღება
31.10.2012 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №434 2012 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და  საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მერაბიშვილი ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი 1. ქ. თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  და საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) პროგრამის დაფინანსების მიზნით უზრუნველყონ ყოველწლიურად 15 300 000 ლარის  სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება; ბ) 2012 წლის განმავლობაში პროგრამის დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებები, 4 745 000 ლარის ოდენობით, გაითვალისწინონ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს. 3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 35 03 01). მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველთა პროგრამაში 70 000-იდან 100 000 სარეიტინგო ქულამდე და ქულის არმქონე უმწეო და გაჭირვებული ოჯახების, საბავშვო ბაგა-ბაღებში, ხელოვნების სკოლებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და ფოლკლორის სასახლეში მომუშავე პერსონალისა და საგანგებო სიტუაციების მაშველების, მეხანძრეების და სხვა კატეგორიის პირთა სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. პროგრამის არსი და მისი დაფინანსების მექანიზმები პროგრამის დანიშნულებაა, სოციალურად დაუცველთა პროგრამაში 70 000-იდან  100 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახების, ქულის არმქონე უმწეო და გაჭირვებული ოჯახების, საბავშვო ბაგა-ბაღებში, ხელოვნების სკოლებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და ფოლკლორის სასახლეში მომუშავე პერსონალისა და საგანგებო სიტუაციების მაშველების, მეხანძრეების და სხვა კატეგორიის პირთა უზრუნველყოფა სამედიცინო დაზღვევით და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებისათვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.