ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2012
ძალაში შესვლა 01.11.2012
ძალის დაკარგვა 14.08.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.158.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 261 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.2012 მიღება
01.11.2012 ძალაში შესვლა
14.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ საბიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №34 2012 წლის 22 ოქტომბერი ქ.ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1.  განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები: ა) საკრებულოს თავმჯდომარე – 2650 ლარი; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1900 ლარი; გ) საკრებულოს კომისიის თვმჯდომარე –1050 ლარი; დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1050 ლარი; ე) საკრებულოს აპარატის უფროსი – 1290 ლარი; ვ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 790 ლარი; ზ) მთავარი სპეციალისტი–560 ლარი; თ) წამყვანი სპეციალისტი – 520 ლარი; 2. განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები: ა) გამგებელი – 2650 ლარი; ბ) გამგებლის მოადგილე – 1500 ლარი; გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 1290 ლარი; დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 810 ლარი; ე) გამგებლის თანაშემწე – 790 ლარი; ვ.) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული – 1290 ლარი; ზ) მთავარი სპეციალისტი – 560 ლარი; თ) წამყვანი სპეციალისტი – 520 ლარი; ი) უფროსი სპეციალისტი – 470 ლარი; კ) სპეციალისტი – 400 ლარი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №9 დადგენილება. მუხლი 3🔗  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ნოემბრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი