საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

მიღების თარიღი 27.09.2012
ძალაში შესვლა 27.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №173/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2012
matsne.gov.ge 385 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.09.2012 მიღება
27.09.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი), სურთ რა გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრინციპებსა და დებულებებზე დაყრდნობით, აღიარებენ რა საერთო ინტერესის მქონე ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებთან მიმართებით კონსულტაციების მნიშვნელობასა და აზრთა გაცვლას სხვადასხვა დონეზე, სურთ რა დაამყარონ და შემდგომში ხელი შეუწყონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 (a) მხარეები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს („კონსულტაციები“) ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებით. (b) კონსულტაციები შესაძლებელია ჩატარდეს მინისტრებს, მათ მოადგილეებს, დეპარტამენტების უფროსებს შორის, ან ნებისმიერ სხვა დონეზე, როგორც ეს შეთანხმდება მხარეების მიერ. აღნიშნულ კონსულტაციებში შესაძლებელია ასევე მონაწილეობდეს ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტები. (c) კონსულტაციები გაიმართება ყოველწლიურად, თანმიმდევრულად, თბილისსა და მანამაში, ხოლო კონსულტაციების განრიგი, თარიღი, ადგილი და დონე განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. (d) შესაძლებელია ასევე შეიქმნას კომისიები, სამუშაო ჯგუფები და ექსპერტთა ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა და პროცედურული საკითხები განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.  მუხლი 2🔗 მხარეები, შეძლებისდაგვარად, ითანამშრომლებენ საერთო ინტერესის მქონე საერთაშორისო საკითხებთან მიმართებით მათი პოზიციების კოორდინირების მიზნით, სადაც ეს შესაძლებელია, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში.  მუხლი 3🔗 მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობასა და პირდაპირ კონტაქტებს მათი დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლებს შორის. ისინი ხელს შეუწყობენ საერთო საქმიანობებისა და პროგრამების ორგანიზებასა და სათანადოდ განხორციელებას, რომელიც შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწობენ თანამშრომლობასა და კონსულტაციების გამართვას მესამე ქვეყნებში საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს დიპლომატიურ და საკონსულო მისიებს შორის.  მუხლი 5🔗 ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან განსხვავება, რომელიც დაკავშირებლია ამ მემორანდუმის ინტერპრეტაციასა და განხორციელებასთან, გადაწყდება მხარეთა შორის მეგობრული კონსულტაციების საფუძველზე. მუხლი 6🔗 ამ მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მემორანდუმის მე-7 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 7🔗 წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორეს მისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება მისი მოქმედების შეწყვეტამდე 6 თვით ადრე. ხელმოწერილია 201- წლის -- ------, ქ.------------, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე მემორანდუმის ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით