საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 26.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016066
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №47
2012 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის
წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 130-ე მუხლით დადგენილ ვადებში ჩასატარებელი პროცედურების დაწვრილებით აღწერის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, პროპორციული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს პარლამენტის წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში თანხმობის/უარის განცხადების თაობაზე.
მუხლი 2🔗
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ადგილმონაცვლის მიერ დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში, განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს ადგილმონაცვლის თაობაზე.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე