„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2012 წლის 26 ოქტომბერი დაბა შუახევი |
„გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება“
„მუხლი 5. საქმისწარმოების განყოფილება
საქმისწარმოების განყოფილება:
ა) ახორციელებს გამგებლის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და ოქმების შედგენას, ორგანიზაციას უწევს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას, თათბირებზე მონაწილე პირთა მოწვევას;
ბ) უზრუნველყოფს გამგებლის დავალებათა პროექტების მომზადებას და აკონტროლებს მათ შესრულებას;
გ) ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით და გამგებლის დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;
დ) უზრუნველყოფს გამგებლის სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამსახურში ერთიან საქმისწარმოებას:
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
„მუხლი 61. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
დ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;
ე) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება;
ვ) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ზ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და პროგრამული მომსახურება;
თ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება;
ი) მუნიციპალიტეტში ოფიციალური დელეგაციების მიღების და თვითმმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინების ორგანიზაციულ მომსახურება;
კ) უზრუნველყოფს გამგებელთან, გამგებლის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციას, აანალიზებს მოქალაქეთა მიღების დროს დასმულ საკითხებს; უზრუნველყოფს საუწყებო არქივის წარმოებას;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ?
- „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.10.2012. მიმღები ორგანო — შუახევის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.135.016061.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №17 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ, №15, 26.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1766497/