ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) ესკიზის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2012
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016059
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2012
matsne.gov.ge 274 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) ესკიზის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №84 2012 წლის 26 ოქტომბერი ქ. ბაღდათი  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) ესკიზის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის 43-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების ესკიზების შესარჩევი კონკურსის განმხორციელებელი  დროებითი კომისიის 2012 წლის  20 ივლისის №7 ოქმის შესაბამისად,        ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა)  ესკიზი  (კონკურსში წარმოდგენილი კოდით 17024003 -ავტორი დავით გრიგოლია). დანართი №1, დანართი №2, დანართი №3. მუხლი 2🔗  დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობას:1. უზრუნველყოს კონკურსში გამარჯვებული პიროვნების დავით გრიგოლიასათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული საპრიზო თანხის ანაზღაურება.2. წარმოადგინოს წინადადებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამზადებასთან დაკავშირებით დამტკიცებული ესკიზის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი რობაქიძე დანართი №1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი . დანართი №2 ბაღდათის მუნიციპალიტეტის დროშა . დანართი №3 ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის სიმბოლოების აღწერილობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გერბი - გერბის ფარი შუაზეა გადაკვეთილი, ხოლო ზედა ნაწილი გადაკვეთილია და იყოფა ორ ველად. პირველი ნაწილი-ზურმუხტოვან ველზე ოქროს ირმის თავი მასზე აღმართული ოქროს ჯვრით. მეორე ნაწილი - ლაჟვარდის ველზე ვერცხლის წყარო. მესამე ნაწილი - მეწამულ ველზე ქვედა ნაწილში ოქროს ორკოშკიანი ციხე-სიმაგრის გამოსახულება კვეთს ველის კიდეებს. ციხე-სიმაგრის თავზე ზედა ნაწილში გამოსახულია სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი ორი ერთზე. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი -სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარაქტიანი კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ბაღდათი“.   ბაღდათის მუნიციპალიტეტის დროშა - დროშის ქსოვილი გაყოფილია ვერტიკალურად ორ თანაბარ ნაწილად: პირველ ნაწილში მეწამულ ველზე გამოსახულია სამი ჰერალდიკური ოქროს ვარდი ორი ერთზე; მეორე ნაწილი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ თანაბარ ნაწილად. ზედა ნაწილზე არის ზურმუხტოვანი ველი, ქვედა ნაწილი არის ლაჟვარდოვანი ველი. დროშის პროპორციაა: 2:3.