ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ"

მიღების თარიღი 28.09.2012
ძალაში შესვლა 02.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №176/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2012
matsne.gov.ge 176 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.09.2012 მიღება
02.10.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ" ერთობლივი კომუნიკე „საქართველოსა და ბურკინა ფასოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ" საქართველო და ბურკინა ფასო, სურვილი აქვთ რა, განავითარონ ურთიერთგაგება და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა; ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პატივისცემისა და წახალისების, სახელმწიფოთა შორის თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სათანადო პატივისცემისა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით; იღებენ გადაწყვეტილებას წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის დღიდან დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების შესახებ, 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის, 1963 წლის 24 აპრილის „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპების შესაბამისად; ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ ერთობლივი კომუნიკეს ორ დედანს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.  ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ქ. ნიუ-იორკი, 2012 წლის 2 ოქტომბერი. საქართველოს სახელით ალექსანდრე ლომაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ბურკინა ფასოს სახელით დერ კოგდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან