განჩინება - მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2012 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი – მოვალე შპს ,,ბათუმი უნივერსალი’’
( საიდენტიფიკაციო ნომერი 245436416)
წარმომადგენელი – ირაკლი ფაღავა ( დირექტორი)
მოთხოვნა – მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბათუმი უნივერსალის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 6 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბათუმი უნივერსალის’’ დირექტორმა ირაკლი ფაღავამ და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გააჩნია დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება 1 864 145 ლარის ოდენობით, რომელთა შორის არის საბიუჯეტო დავალიანება – 3532 ლარი და რომელიც წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას. ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ მითითებით, რომ შპს ,,ბათუმი უნივერსალი’’ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.
2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოსათვის წარმოედგინა მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოედგინა იმ ქონების ნუსხა, რაც გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალებად ( ასეთის არსებობის შემთხვევაში); ასევე კრედიტორების ნუსხა არსებული ვალდებულებებისა და კრედიტორთა სახელების ( სახელწოდებების) და მისამართების ( საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით; აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს განესაზღვრა 5 ( ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2012 წლის 13 სექტემბერს შპს ,,ბათუმი უნივერსალის’’ დირექტორის ირაკლი ფაღავას მიერ გამოსწორდა დადგენილი ხარვეზი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები.
2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბათუმი უნივერსალის’’ დირექტორს ირაკლი ფაღავას უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ბათუმი უნივერსალის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 19 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ბათუმი უნივერსალი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ბათუმი უნივერსალის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1- ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო ასპროცესო კოდექსის 284- ე, 285- ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ბათუმი უნივერსალი’’ ( ს/ ნ 245436416) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ბათუმი უნივერსალის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გ. მაკარიძე