სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1639/ო
2012 წლის 23 ოქტომბერი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,უნიმედი სამცხეს“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ახალქალაქი, დავით აღმაშენებლის ქ. №31) მიეცეს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,, უნიმედი სამცხეს“ დირექტორის განცხადება №72749, 13. 09 . 2012 წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე