ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2012
ძალის დაკარგვა 01.10.2014
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2012 წლის 29 ოქტომბერი
დაბა ხელვაჩაური
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება.
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
1.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, გამგებლის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
2.
სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
3.
სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.
4.
სამსახურის დაფინანსების წყაროა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
5.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №501.
6.
სამსახურის შემადგენლობაში არის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება და კეთილმოწყობის განყოფილება.
თავი II
სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
1.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ამავე დარგების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობისა და მომსახურების უზრუნველყოფა;
2.
სამსახურის მიერ ცალკეული დარგების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავება;
3.
სამსახურის სფეროს ფუნქიონირებისა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება გამგებლისათვის ინფორმაციების, დასკვნების და პროექტების სახით;
4.
მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია
1.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობა;
2.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაცია;
3.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურება, რეაბილიტაცია და განვითარება;
4.
მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება;
5.
მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაცია და მასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება;
6.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინის მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება და გზებზე გამყოფი ზოლის გავლების კოორდინაცია;
7.
მუნიციპალიტეტის შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობა, გამწვანების და გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
8.
გამგეობის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების კოორდინაცია;
9.
მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა;
10.
მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
11.
მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
12.
საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია;
13.
საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
14.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია;
15.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
16.
საჭიროების შემთხვევაში მცირე ფორმის შენობა-ნაგებობების შეკეთება-რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის შემუშავება;
17.
უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას და უფლებამოსილ პირებთან წარდგენას;
18.
უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებას დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
19.
უზრუნველყოფს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადების შემუშავებას მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
20.
თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
21.
უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღებას და კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
22.
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგებლის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
23.
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
24.
მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1.
თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურს უფლება აქვს:
ა)
შეიმუშავოს წინადადებები მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
ბ)
თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ)
დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე შეიმუშაოს სათანადო წინადადებები და დასკვნები;
დ)
გამართოს თათბირები, სემინარები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე;
ე)
თავისი მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
2.
სამსახური ვალდებულია:
ა)
პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე:
ბ)
მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტები;
გ)
მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და შეიმუშაოს პასუხის პროექტები კომპეტენციის ფარგლებში;
დ)
თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
სამსახურის უფროსი:
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ)
შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს;
დ)
სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ე)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ)
უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნებს;
ზ)
წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ი)
ამზადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
კ)
ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
ლ)
წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
მ)
გამგებლის დავალებით წარმოადგენს გამგებელს საკრებულოში;
ნ)
მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ო)
ესწრება გამგებლის თათბირებს;
პ)
ესწრება საკრებულოს სხდომებს, შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიებში;
ჟ)
ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;
რ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ცალკეულ დავალებებს;
ს)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3.
სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე.
4.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.
5.
სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
თავი IV
ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება
მუხლი 6🔗.
ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების (შემდგომში - განყოფილება) ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1.
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურება, რეაბილიტაცია და განვითარება;
2.
მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება;
3.
მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციის განხორციელება;
4.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინის მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება და გზებზე გამყოფი ზოლის გავლების კოორდინაცია;
5.
მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ დაქირავებულ ტექნიკურ ზედამხედველებზე კონტროლი. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის სამუშაოების, მომსახურების მოცულობების, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის განხორციელება:
6.
საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების შეკეთება-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შემუშავება;
7.
საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია;
8.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 7🔗.
განყოფილების შემადგენლობა
განყოფილება შედგება ოთხი თანამშრომლისაგან - განყოფილების უფროსისა და სამი მთავარი სპეციალისტისაგან.
მუხლი 8🔗.
განყოფილების უფლებამოსილება
განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო და კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია.
მუხლი 9🔗.
განყოფილების ვალდებულებები
1.
განყოფილება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ვალდებულია უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;
2.
დროულად შეასრულოს სამსახურის უფროსიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან მიღებული დავალებები, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 10🔗.
განყოფილების უფროსი
1.
უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2.
განყოფილებაში შემოსულ საკითხებს და დავალებებს ანაწილებს სპეციალისტებს შორის;
3.
სამსახურის უფროსს და მუნიციპლიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
4.
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი V
კეთილმოწყობის განყოფილება
მუხლი 11🔗.
კეთილმოწყობის განყოფილების (შემდგომში - განყოფილება) ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1.
მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
2.
საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მისი დანერგვა პრაქტიკაში;
3.
მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა;
4.
მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
5.
საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
6.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია;
7.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი, კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
8.
საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
9.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების, შადრევან-აუზების, ტყე–პარკების მოვლა-პატრონობა, გამწვანების და გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
10.
მიზნობრივი პროგრამების, პროექტების მომზადება და წარდგენა ზემდგომი ორგანოსადმი;
11.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 12🔗.
განყოფილების შემადგენლობა
განყოფილება შედგება სამი თანამშრომლისაგან - განყოფილების უფროსი და ორი მთავარი სპეციალისტი.
მუხლი 13🔗.
განყოფილების უფლებამოსილება
განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო და კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია.
მუხლი 14🔗.
განყოფილების ვალდებულებები
1.
განყოფილება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ვალდებულია უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;
2.
დროულად შეასრულოს სამსახურის უფროსიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან მიღებული დავალებები, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
მუხლი 15🔗.
განყოფილების უფროსი
1.
უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2.
განყოფილებაში შემოსულ საკითხებს და დავალებებს ანაწილებს სპეციალისტებს შორის;
3.
სამსახურის უფროსს და მუნიციპლიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
4.
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი VI
სხვა დებულებანი
მუხლი 16🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.