ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2012
ძალის დაკარგვა 01.10.2014
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 15.02.2012
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2012 წლის 29 ოქტომბერი
დაბა ხელვაჩაური
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 თებერვლის №05 დადგენილება.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
1.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, გამგებლის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
2.
სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
3.
სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.
4.
სამსახურის დაფინანსების წყაროა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
5.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №501.
6.
სამსახურის შემადგენლობაში არის ქონების მართვის განყოფილება და არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება.
თავი II
სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
1.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, აღრიცხვის,პრივატიზების, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენების უზრუნველყოფა;
2.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ამავე დარგების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობისა და მომსახურების უზრუნველყოფა;
3.
სამსახურის მიერ ცალკეული დარგების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავება;
4.
სამსახურის სფეროს ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება გამგებლისათვის ინფორმაციების, დასკვნების და პროექტების სახით;
5.
არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელება;
6.
არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა;
7.
მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია
1.
დადგენილი წესით, უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
2.
უზრუნველყოფს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემის და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
3.
უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
4.
უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
5.
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
6.
უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას და უფლებამოსილ პირებთან წარდგენას;
7.
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საუკეთესო არქიტექტურული პროექტების გამოსავლენად კონკურსების ჩატარების ორგანიზებას;
8.
უზრუნველყოფს სივრცითი მოწყობის პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
9.
უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებას დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
10.
უზრუნველყოფს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადების შემუშავებას მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
11.
უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის მასალების მომზადებას და გავრცელებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
12.
თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
13.
უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღებას და კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
14.
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგებლის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
15.
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
16.
მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1.
თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, სამსახურს უფლება აქვს:
ა)
შეიმუშავოს წინადადებები მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
ბ)
თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ)
დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე შეიმუშაოს სათანადო წინადადებები და დასკვნები;
დ)
გამართოს თათბირები, სემინარები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე;
ე)
თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
2.
სამსახური ვალდებულია:
ა)
პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე:
ბ)
მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტები;
გ)
მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს კომპეტენციის ფარგლებში;
დ)
თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი
1.
სამსახურის ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
სამსახურის უფროსი:
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ)
შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს;
დ)
სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ე)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ)
უშუალოდ იხილავს სამსახურის სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნებს;
ზ)
წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ი)
ამზადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
კ)
ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
ლ)
წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
მ)
გამგებლის დავალებით წარმოადგენს გამგეობის საკითხებს საკრებულოში;
ნ)
მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ო)
ესწრება გამგებლის თათბირებს;
პ)
ესწრება საკრებულოს სხდომებს, შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიებში;
ჟ)
ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;
რ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ცალკეულ დავალებებს;
ს)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
3.
სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე.
4.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.
5.
სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
თავი IV
ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილება
მუხლი 6🔗.
განყოფილების ფუნქციები და ამოცანები
1.
მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო და კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;
2.
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა, მართვა და პრივატიზების უზრუნველყოფა;
3.
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარი განხილვა, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, ქონების მიღება-ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა;
4.
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
5.
უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
6.
უზრუნველყოს საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
7.
უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
8.
უზრუნველყოს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება:
9.
უზრუნველყოს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება;
10.
უზრუნველყოს წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც ექვემდებარება მუნიციპალიტეტზე გადაცემას;
11.
მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების თაობაზე;
12.
მიიღოს მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან, მიწათსარგებლობასთან და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული განცხადებები, საჩივრები, რეკომენდაციები, განიხილოს ისინი და მოამზადოს არგუმენტირებული პასუხების პროექტები კანონით დადგენილ ვადებში;
13.
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 7🔗.
განყოფილების შემადგენლობა
განყოფილება შედგება სამი თანამშრომლისაგან - განყოფილების უფროსი და ორი მთავარი სპეციალისტი.
მუხლი 8🔗.
განყოფილების უფლებამოსილება
ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის განყოფილება (შემდგომში - განყოფილება) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, აღრიცხვის, პრივატიზების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების საკითხების ორგანიზებასა და მართვას.
მუხლი 9🔗.
განყოფილების ვალდებულებები
1.
განყოფილება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ვალდებულია უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება:
2.
დროულად შეასრულოს სამსახურის უფროსიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან მიღებული დავალებები, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი;
3.
დადგენილ ვადებში და მოთხოვნის შესაბამისად სამსხურის უფროსს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე წინადადებები და პროგრამები.
მუხლი 10🔗.
განყოფილების უფროსი
1.
უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
2.
განყოფილებაში შემოსულ საკითხებს და დავალებებს ანაწილებს სპეციალისტებს შორის;
3.
სამსახურის უფროსს და მუნიციპლიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
4.
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი V
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება
მუხლი 11🔗.
განყოფილების ფუნქციები და ამოცანები
1.
დადგენილი წესით უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
2.
უზრუნველყოფს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემის და საპრექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
3.
უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
4.
უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
5.
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
6.
უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას და უფლებამოსილ პირებთან წარდგენას;
7.
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საუკეთესო არქიტექტურული პროექტების გამოსავლენად კონკურსების ჩატარების ორგანიზებას;
8.
უზრუნველყოფს სივრცითი მოწყობის პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
9.
უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებას დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
10.
უზრუნველყოფს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადების შემუშავებას მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
11.
უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის მასალების მომზადებას და გავრცელებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
12.
თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
13.
უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღებას და კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
14.
სამსახურის უფროსს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
15.
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗.
განყოფილების შემადგენლობა
განყოფილება შედგება სამი თანამშრომლისაგან - განყოფილების უფროსი და ორი მთავარი სპეციალისტი.
მუხლი 13🔗.
განყოფილების უფლებამოსილება
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება (შემდგომში - განყოფილება) უზრუნველყოფს არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას და აღნიშნულ სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფას.
მუხლი 14🔗.
განყოფილების ვალდებულებები
1.
განყოფილება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ვალდებულია უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება:
2.
დროულად შეასრულოს სამსახურის უფროსიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და გამგეობიდან მიღებული დავალებები, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი;
3.
დადგენილ ვადებში და მოთხოვნის შესაბამისად სამსახურის უფროსს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე წინადადებები და პროგრამები.
მუხლი 15🔗.
განყოფილების უფროსი
1.
უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
2.
განყოფილებაში შემოსულ საკითხებს და დავალებებს ანაწილებს სპეციალისტებს შორის;
3.
სამსახურის უფროსს და მუნიციპლიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
4.
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი VI
სხვა დებულებანი
მუხლი 16🔗.
დებულაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.