⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.03.2018)
გაუქმებულია:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2012
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 610 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2012 მიღება
05.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ფარჯანაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2012 წლის 31 ოქტომბერი ქ. ამბროლაური  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების წესი ეს წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის.3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის მოქალაქის პატივგებისა და აღიარებისათვის.4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 2🔗. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ:ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს, სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;ბ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს;ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარმოდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა;ე) დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია;ვ) კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ;ზ) კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე;თ) კომისიის დასკვნას იხილავს საკრებულოს ბიურო და მიღებული გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. მუხლი 3🔗. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარდგენილი კანდიდატურისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.2. საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით და გამოსცემს განკარგულებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 3 პიროვნებას.4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მოწმობის და მედლის გაცემა ხდება წელიწადში ერთხელ საერთო სახალხო დღესასწაულზე. გამონაკლის შემთხვევაში, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს.5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საერთო სახალხო დღეს ხსნის კონვერტს და საზეიმოდ აცხადებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს (მოქალაქეებს).6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა მოწმობა და მედალი.7. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.8. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოს აპარატში. მუხლი 4🔗. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის უფლებები1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებსა და მუნიციპალიტეტის ღონისძიებათა შემუშავებაში;ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქის დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.