📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.11.2012
ძალის დაკარგვა 10.11.2022
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №026
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,258 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2012 მიღება
10.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №026 2012 წლის 1 ნოემბერი ქ. ბათუმი  „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლების და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი“. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 19 მარტის ბრძანება №007 „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი“ (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.01.60.12). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ეს წესი განსაზღვრავს კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. 3. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ ტექსტში „კანონი“), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და STCW კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. 4. ამ წესების მიზნებისთვის, ტერმინი „კვალიფიკაციის სერტიფიკატი“ ნიშნავს „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კვალიფიკაციის სერტიფიკატებს. 5. ამ წესების მიზნებისთვის, ტერმინი „სხვა სერტიფიკატი“ ნიშნავს „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ  სერტიფიკატებს.     მუხლი 2🔗. გამოცდის მიზანი გამოცდის მიზანია გამოავლინოს, თუ რამდენად შეესაბამება კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლების მსურველი პირის ცოდნა და კომპეტენცია კანონმდებლობით მეზღვაურისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. მუხლი 3🔗. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების ან მისი ვადის განახლებისათვის საჭირო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ შემდეგ პირობებს: ა) აქვს შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი; ბ) არის შესაბამისი ასაკის; გ) აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) მიღებული აქვს შესაბამისი განათლება; ე) გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და მომზადება, საქართველოს კანონმდებლობის და კონვენციის შესაბამისად. მუხლი 4🔗. გამოცდაზე დასაშვებად წარსადგენი საბუთები 1. გამოცდის ჩაბარების მსურველებმა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში (შემდგომში ტექსტში -  სააგენტო) უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დედნის წარდგენით; გ) მეზღვაურის წიგნაკის ასლი, დედნის წარდგენით; დ) სამი ბიომეტრიული ფერადი ფოტოსურათი ზომით 30X40 მმ დაბეჭდილი და ელექტრონული სახით; ე) სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) მოქალაქის პასპორტის ასლი, დედნის წარდგენით; ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ასლი; თ) სავალდებულო წვრთნისა და მომზადების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატების ასლები, დედნის წარდგენით. ი) უკვე მიღებული კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატების ასლები, დედნის წარდგენით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის სერტიფიკატების ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელია პირის მე-2 და ყოველ მომდევნო გამოცდაში მონაწილეობის შემთხვევაში. 4. გამოცდის მე-2 ან ყოველი მომდევნო ჩაბარებისას პირი ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.  მუხლი 5🔗. გამოცდის ჩატარების პერიოდულობა და საგამოცდო თემატიკა საგამოცდო თემატიკასა და გამოცდის ჩატარების პერიოდულობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗. გამოცდის ჩატარების ენა 1. ტესტირება და გასაუბრება ტარდება ინგლისურ ენაზე. 2. იმ პირისთვის, რომელსაც სურს მიიღოს სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემზე მუშაობისათვის აუცილებელი კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ქართულ ენაზე.  თავი II გამოცდის ფორმა მუხლი 7🔗. გამოცდის ფორმა  1. გამოცდა ტარდება ტესტირების და გასაუბრების ფორმით. ტესტირება და გასაუბრება წარმოადგენს ერთიან გამოცდას, რომლის პირველი ეტაპი არის ტესტირება, ხოლო მეორე გასაუბრება. 2. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის, მეორე მექანიკოსის, სავახტო თანაშემწის ან სავახტო მექნიკოსის თანამდებობაზე, გამოცდას აბარებს ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. 3. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, გამოცდას აბარებს მხოლოდ ტესტირების ფორმით. 4. კაპიტნის, უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის და მეორე მექანიკოსის გარდა, მეზღვაური, რომელსაც სურს იმავე რანგის კომპეტენციის სერტიფიკატის განახლება ან  კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღება, გამოცდას აბარებს ტესტირების ფორმით კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში. 5. მეზღვაური, რომელსაც სურს კომპეტენციის სერტიფიკატის განახლება და განაცხადის შემოტანამდე  არ გააჩნია სულ მცირე 12-თვიანი ნაოსნობის სტაჟი წინა 5 (ხუთი)წლის განმავლობაში ან უწყვეტი 3-თვიან ნაოსნობის სტაჟი წინა 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გამოცდას აბარებს ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. 6. მეზღვაური, რომელსაც სურს იმავე რანგის კვალიფიკაციის ან სხვა სერტიფიკატის მიღება, გააჩნია წინა 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნაოსნობის 12-თვიანი ნაოსნობის სტაჟი ან უწყვეტი 3-თვიან ნაოსნობის სტაჟი წინა 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და  საქართველოს კანონმდებლობით სხვა მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული, კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატს აიღებს ამ წესით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდას აბარებს ტესტირების ფორმით. 7. გამოცდის შედეგები (ტესტირების შედეგები და გასაუბრების ოქმი) ინახება შესაბამის მონაცემთა ბაზაში მეზღვაურის საბუთებთან ერთად. მუხლი 8🔗. ტესტირება  1. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული პროგრამის ან სხვა საშუალების გამოყენებით. 2. ტესტირების ჩატარებისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა, ტესტირების ხანგრძლივობა და შეფასების კრიტერიუმი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 3. ტესტირების შედეგები ცნობილი იქნება ტესტირების ჩაბარებისთანავე. 4. გამოსაცდელი გაეცნობა ტესტირების შედეგებს, რაც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. მუხლი 9🔗. გასაუბრება 1. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ. 2. გასაუბრებას ატარებს გასაუბრების კომისია, რომლის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა. 3. გასაუბრების შედეგები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს გასაუბრების კომისიის ყველა წევრი. 4. გასაუბრების კომისია შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. 5. გასაუბრების კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.  მუხლი 10🔗. გამოცდის ჩაბარება განმეორებით 1. მეზღვაური გამოცდების ჩაბარებაზე შესაძლებელია დაშვებულ იქნეს სულ ექვსჯერ თორმეტ- თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მეზღვაური ექვსი მცდელობიდან ვერც ერთხელ ვერ ჩააბარებს ტესტირებასა და/ან გასაუბრებას, - გამოცდაზე გასვლის უფლება შეუწყდება 1 (ერთი) წლის ვადით ბოლო გამოცდის დღიდან. 2. ნებისმირ მეზღვაურს უფლება აქვს, მოითხოვოს სერტიფიკატის მიღება იმავე რანგის კომპეტენციისათვის, თუ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას უფრო მაღალი რანგის კომპეტენციის მისაღებად. თუ იმავე რანგის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს გამოცდის ჩაბარებას, ამ შემთხვევაში, მეზღვაურის მიერ გამოცდების ჩაბარების მცდელობები ჩაითვლება ამ მუხლის პირველ პუნქტში გასაზღვრული რაოდენობის მიხედვით ჩაბარებულ გამოცდებად. 3. თუ პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდის ტესტირების ეტაპი და ვერ გაიარა გასაუბრება, მე-7 მუხლის შესაბამისად დაშვებულ ყოველ შემდგომ გამოცდაზე იგი მხოლოდ გასაუბრებას გაივლის. 5. თუ მეზღვაური ვერ გაივლის განმეორებით გასაუბრებას, მას შეუძლია შემდეგი გასაუბრების გავლა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ. თავი III საპრეტენზიო კომისია მუხლი 11🔗. საპრეტენზიო კომისია 1. ტესტური გამოცდის ან/და გასაუბრების შემდეგ, შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. 2. პრეტენზია მიიღება ტესტური გამოცდის ან/და გასაუბრების შედეგების შეფასების დღეს. დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება. 3. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ შეფასება არ არის სწორი, იგი ვალდებულია შეცვალოს ტესტირების შეფასება და/ან დანიშნოს განმეორებითი გასაუბრება. 4. საპრეტენზიო კომისიის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში. 5. საპრეტენზიო კომისიის შეფასების ხელმეორედ გასაჩივრება დაუშვებელია. 6. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა. 7. გამოცდის შედეგების გასაჩივრება წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თავი IV გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა გამოცდის მიმდინარეობაზე მუხლი 12🔗. გამოცდაზე გამოცხადების წესი 1. გამოცდა ჩატარდება სააგენტოს შენობაში გამოცდისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 2. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მეზღვაურის წიგნაკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება. მუხლი 13🔗. მეთვალყურეობა გამოცდის ჩატარებაზე გამოცდის ჩატარებაზე მეთვალყურეობა ხორციელდება საგამოცდო დარბაზში (ოთახში) დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის საშუალებით ან/და სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობით.