ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის შესახებ
მიღების თარიღი 01.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2012 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით კირთაძე ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე | კომისიის თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №49
2012 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის
წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
თუ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება ან/და ცესკოს არ ჰყავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასეთ დროს კი შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა და იმავდროულად არც ცესკოს თავმჯდომარეს არ შეუძლია თავისი უფლებამისილების განხორციელება ან/და ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე, ცესკო უფლებამოსილია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის დადგენილი წესით, აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც მოადგილის უფლებამოსილებებს შეასრულებს მანამდე, ვიდრე არ იქნება არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ან/და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე არ შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის მიზნით, ცესკოს სხდომას იწვევს და უძღვება ცესკოს მდივანი. თუ ცესკოს არ ჰყავს მდივანი, ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მაშინ ცესკოს სხდომას იწვევს და უძღვება, მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის არჩევამდე, ცესკოს უხუცესი წევრი.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარის მოადგილედავით კირთაძე ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე