გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11122-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/11122-12

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2012 წლი ს   27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი  –   სს ,,ბანკი ქართუ’’

საიდენტიფიკაციო კოდი  – 204891652

გენერალური დირექტორი  – ნოდარ ჯავახიშვილი

 

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ განიხილა  სს ,,ბანკი ქართუს’’ განცხადების  წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 27 ივლისს განცხადებით მომართა შპს ,,სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას’’ დირექტორმა ლაურა ღაჭავამ და მოითხოვა შპს ,,სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას’’  მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

2012 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით  შპს ,,სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას’’ დირექტორს  უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით  შპს ,,სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას’’ არ გააჩნდა არავითარი ქონება, არ გააჩნდა ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.

 

ამავე განჩინებით განმცხადებელს მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

2012 წლის 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,ბანკი ქართუს’’  გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა. 

 

როგორც განმცხადებელი აღნიშნავს 2011 წლის 18 თებერვალს შპს ,,სამკერვალო სახლ ლაურა ღაჭავა’’  შეერწყა შპს ,,სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას’’, რის გამოც ამ უკანასკნელმა, როგორც უფლებამონაცვლემ, დაიკავა კონტრაგენტის ადგილი სს ,,ბანკ ქართუსა’’ და შპს ,,სამკერვალო სახლი ლაურა ღაჭავას’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში. მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანება 2012 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 241,566.24 აშშ დოლარს და 288.73 ლარს.

 

საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემულმა თანხამ სრულად შეადგინა 311,000.00 აშშ დოლარი. მოვალემ სრულად აითვისა კრედიტის თანხა, თუმცა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით მოვალის დავალიანებამ სრულად შეადგინა 241,369.60 აშშ დოლარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ,,სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,ბანკი ქართუს’’  განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. განმცხადებლის სს ,,ბანკი ქართუს’’  გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის (ს/კ 204891652) განცხადება მიღებულ იქნ ე ს სასამართლო წარმოებაში.

 

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

 

 

3. მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს წყვეტს სასამართლო.

 

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა.

 

5. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

 

6. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

 

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ, თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით განემარტოს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რომ იგი  ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის  ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ აგრეთვე კრედიტორებს, მათვე განემარტოთ, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

 

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2012 წლის 19 ოქტომბერს 12:00  საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, დარბაზი №29).

 

10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არა უგვიანეს 2012 წლის 10 სექტემბრამდე,  განჩინება გამოქვეყნდეს  სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.Tcc.Gov.Ge.

 

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე                            თამარ ჭუნიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქმე № 2/11122-12

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

განჩინებაში შესწორების შეტანის შესახებ

 

2012 წლი ს 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი  –   სს ,,ბანკი ქართუ’’

საიდენტიფიკაციო კოდი  –   204891652

გენერალური დირექტორი  – ნოდარ ჯავახიშვილი

 

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინებაში შესწორების შეტანის თაობაზე.

 

გამოარკვია:

 

2012 წლის 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,ბანკი ქართუს’’  გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება შპს ,,სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას’’ მიმართ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვიტოს განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში,  მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე -7  მე-8 და მე-9 პუნქტებში დაშვებულ  იქნა უსწორობა.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების’’ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. კანონის ანალოგიის  გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.                   

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე, 416-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს  განჩინების  სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე -7 მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    

,,6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.  განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

 

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე  თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.  მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

 

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი  დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.  მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

 

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;’’.

 

2. განჩინება შესწორების შესახებ კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.Tcc.Gov.Ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ. ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) მეშვეობით.          

 

მოსამართლე                            თამარ ჭუნიაშვილი